ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთში ახალი ოპერაციების ფარგლებში „დეაშის“ წევრობაში ეჭვმიტანილი ათობით ადამიანი დააკავეს
იალოვას პროვინციაში „დეაშთან“ დაკავშირებული თავდასხმის შემდეგ გაძლიერებული ანტიტერორისტული ძალისხმევის ფარგლებში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა კოორდინირებული ოპერაციები განახორციელეს
თურქეთში ახალი ოპერაციების ფარგლებში „დეაშის“ წევრობაში ეჭვმიტანილი ათობით ადამიანი დააკავეს
თურქეთში ახალი ოპერაციების ფარგლებში „დეაშის“ წევრობაში ეჭვმიტანილი ათობით ადამიანი დააკავეს / Reuters

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციებში ტერორისტული ორგანიზაცია „დეაშის“ (DEAŞ) წინააღმდეგ ჩატარებული სხვადასხვა ოპერაციების შედეგად 85 ეჭვმიტანილი დააკავეს.

გუბერნატორის ოფისის განცხადებით, სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე შანლიურფის პროვინციაში დააკავეს 8 ეჭვმიტანილი, რომლებმაც სოციალური ქსელების მეშვეობით „დეაშის“ მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს. ოპერაცია რესპუბლიკის პროკურატურის კოორდინაციით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული შინაარსის მასალები გამოვლინდა.

აღმოსავლეთ ანატოლიაში, აღრის პროვინციაში, „დაეშის“ საქმიანობის წინააღმდეგ ჩატარებული ერთდროული ოპერაციების დროს 10 ეჭვმიტანილი დააკავეს და დააპატიმრეს. მისამართებზე ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია აკრძალული გამოცემები და ციფრული მასალები.

დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბოლის რესპუბლიკის პროკურატურის მიერ „დეაშის“ წინააღმდეგ წარმოებული სხვა გამოძიების ფარგლებში დაკავებული 147 ეჭვმიტანილიდან 67 დააპატიმრეს. აღინიშნა, რომ დაპატიმრებულთა შორის არის 41 პირი, რომლებიც იალოვას პროვინციაში მოქმედ ორგანიზაციის წევრებთან იყვნენ კავშირში.

იმავე გამოძიების ფარგლებში, 32 ეჭვმიტანილი, თურქეთისთვის საფრთხის შექმნის საბაბით, დეპორტაციის მიზნით ცენტრს გადაეცა.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გამოვლენილია ორგანიზატორი, რომელიც უკანონო გაკვეთილებისა და ქადაგებების მეშვეობით ორგანიზაციისთვის ახალ წევრებს იბირებდა. ასევე დადგენილია მრავალი ეჭვმიტანილი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან იალოვას თავდასხმასთან, პროპაგანდისტულ საქმიანობასთან ან კონფლიქტის ზონებთან.

ამ ფარგლებში, 2025 წლის 30 დეკემბერს სტამბოლსა და კიდევ ორ პროვინციაში, სულ 114 მისამართზე ჩატარებული ერთდროული რეიდების შედეგად, 110 ეჭვმიტანილი დააკავეს.

გამოძიება გრძელდება 29 დეკემბერს იალოვაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც სამი პოლიციელი დაიღუპა. ეს ოპერაციები თურქეთის ფართომასშტაბიანი ძალისხმევის ნაწილია, რათა აღიკვეთოს ორგანიზაციის მიერ წევრების გადაბირება, პროპაგანდა და ორგანიზაციული საქმიანობა.

უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს, რომ იალოვას თავდასხმის შემდეგ ჩატარებული ოპერაციების შედეგად სულ მცირე ექვსი „დეაშელი“ ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

აღმოაჩინეთ
ევროკავშირისგან 50 მილიონ ევროზე მეტი მხარდაჭერა სომხეთს.
ისლამური ეკონომიკის მე-3 გლობალური სამიტი გრძელდება
სტუბმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 40 წევრამდე უნდა გაფართოვდეს, თურქეთისა და კანადის ჩათვლით
ტრამპი: „მე არ დავასრულებ ცეცხლის შეწყვეტას, თუ თეირანი ამერიკელ ჯარისკაცებს არ მოკლავს“
ებოლას ეპიდემიის დროს ქალები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან
ჩილეში მკაცრი ეკონომიის ზომების საწინააღმდეგო სტუდენტური პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა
ქუვეითი: ირანის თავდასხმის შედეგად დაზიანებულ საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი დაიწყო
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ხვალ სამხრეთ კორეას ეწვევა
ნატომ ბალტიის ზღვაში მცირე მასშტაბის სწავლებები დაიწყო
თავდასხმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე ირანული უპილოტო საფრენი აპარატით
იაპონიას ტროპიკულმა შტორმმა „ჯანგმიმ“ დაარტყა
პრეზიდენტი ერდოღანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ესაუბრა
ჰაქან ფიდანი ინდონეზიაში გაემგზავრა
ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა