ისრაელის ჩრდილოეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, პირველადი მონაცემებით, რვა ადამიანი დაშავდა.
არმიამ გამოაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სამხედროები და ვერტმფრენები გაგზავნა.
ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲔᲑᲣᲚᲘ
ისრაელის ეროვნულმა სასწრაფო დახმარების სამსახურმა („მაგენ დავიდ ადომი“ - MDA) განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაადასტურა აფეთქება ლიბანის საზღვართან მდებარე დასახლება „ნეოტ მორდეხაის“ მიმდებარედ, სამედიცინო ჯგუფებმა დახმარება გაუწიეს „რვა მძიმე ან საშუალო სიმძიმის დაშავებულს და სხვა რამდენიმე მსუბუქად დაშავებულ პირს“.
ისრაელის მე-12 არხის ცნობით, აფეთქება შესაძლოა გამოწვეული იყოს აუფეთქებელი საბრძოლო მასალით.






















