ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ფონდი დახმარების „მოპარვასა“ და ლოგოს უნებართვოდ გამოყენებაში დაადანაშაულეს
აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ფონდი დახმარების „მოპარვასა“ და ლოგოს უნებართვოდ გამოყენებაში დაადანაშაულეს
აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ფონდი დახმარების „მოპარვასა“ და ლოგოს უნებართვოდ გამოყენებაში დაადანაშაულეს
/ AFP

აშშ-ში დაფუძნებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Rahma Worldwide-მა ისრაელის მიერ მხარდაჭერილ და სადავო ღაზის ჰუმანიტარული დახმარების ფონდს (GHF) დახმარების მითვისებასა და ლოგოს უნებართვოდ გამოყენებაში დასდო ბრალი.

Rahma Worldwide-მ Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 4000 სასურსათო ყუთისა და 16 კონტეინერი ხორბლის ღაზაში შესატანად ოთხი დღეა ელოდებიან, მაგრამ დახმარება გაჭირვებულთათვის ვერ მიაწოდეს.

მათ განაცხადეს, რომ დახმარება GHF-მა ჩამოართვა და განაცხადა, რომ „განაწილებაში დაეხმარებოდნენ“, თუმცა რაჰმამ ეს შეთავაზება უარყო.

The Guardian-თან საუბარში Rahma Worldwide-მ ასევე განაცხადა, რომ მისი ლოგოს მქონე სასურსათო ყუთები მისი ნებართვის გარეშე გავრცელდა.

ეს ფოტოები GHF-ის პრეს-მასალებშიც გამოჩნდა და მათზე Rahma Worldwide-სთან ერთად მისი პარტნიორი ორგანიზაციის, Heroic Hearts-ის ლოგოებიც იყო დატანილი.

GHF დაარსების დღიდან დაპირისპირების ცენტრშია. გაეროს ჩათვლით, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების უმეტესობა ამ ჯგუფს გაემიჯნა, იმ მოტივით, რომ GHF დახმარების შეზღუდვით ჰუმანიტარულ პრინციპებს არღვევდა.

„ქაოტური, ღირსების შემლახველი“

სადავო ღაზის ჰუმანიტარული დახმარების ფონდმა (GHF) სამშაბათს ღაზის სამხრეთით მდებარე დახმარების განაწილების ცენტრში საქმიანობა დაიწყო.

პალესტინელი ლტოლვილებისთვის გაეროს სააგენტოს (UNRWA) ხელმძღვანელმა ფილიპ ლაზარინიმ GHF-ის მიერ დახმარების განაწილება შემდეგი სიტყვებით გააკრიტიკა: „ვნახეთ შოკისმომგვრელი კადრები, სადაც მშიერი ადამიანები ღობეებს აწყდებოდნენ და საკვებისთვის უიმედოდ იბრძოდნენ. ეს ვითარება ქაოტური, ღირსების შემლახველი და სახიფათო იყო.“

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისმა (OCHA) გააფრთხილა, რომ GHF-ის მიერ დახმარების განაწილებამ შესაძლოა ყურადღება გადაიტანოს ღაზაში არსებული გადაუდებელი ჰუმანიტარული პრიორიტეტებიდან, რომლებიც მოიცავს მუდმივ ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო პირობებსა და გადაუდებელი დახმარების მასალების სწრაფ დამტკიცებას.

უფლებადამცველმა ჯგუფებმა თელ-ავივი ღაზაში პალესტინელების განზრახ შიმშილობასა და საკვების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულეს.

ისრაელმა 2 მარტიდან ღაზის გამშვები პუნქტები საკვების, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის ჩაკეტილი დატოვა, რითაც 2,4 მილიონიან მოსახლეობაზე მოქმედი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

აღმოაჩინეთ
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ტრამპმა და ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს: აშშ-ირანის შეთანხმება „ოფიციალურად გაფორმდა“
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
ტრამპი: „ირანთან ძალიან ძლიერი შეთანხმება გავაფორმეთ“
პრეზიდენტმა ერდოღანმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უერტასი მიიღო
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი მიიღო
ბენ-გვირმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო გააუქმა
საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ
კონიაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემა განთავსდება
ფიდანის გზავნილი ლავროვს ჰორმუზის სრუტის შესახებ: „უსაფრთხო და შეუფერხებელი გავლა აუცილებელია"
მინისტრი ფიდანი: აშშ-ირანის შეთანხმება შეუფერხებლად უნდა შესრულდეს
ფიდანი: „თურქეთი უკრაინის საკითხის მოგვარებაში ყველანაირი მხარდაჭერის გაწევას გააგრძელებს“