ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა სცადეს
აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ (CISA) განაცხადა, რომ ივლისში 100-ზე მეტი წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების ობიექტის ინტერნეტთან დაკავშირებული სისტემა თავდასხმის სამიზნე გახდა.
ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა სცადეს
გავრცელებული ინფორმაციით, ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა სცადეს (არქივი)

გავრცელებული ინფორმაციით, ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა დაჯგუფებებმა ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის სატელეკომუნიკაციო, ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევის მცდელობები განახორციელეს.

ტელეკომპანია NBC News-ის მიერ სამთავრობო და კიბერუსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობით, ჰაკერულმა ჯგუფებმა მიზანში აშშ-ის სატელეკომუნიკაციო, ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის ინტერნეტთან დაკავშირებული ავტომატური სისტემები ამოიღეს.

წყაროების განცხადებით, ირანთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფებების კიბერშეტევის მცდელობები „ამ დრომდე წარუმატებელი იყო“, თუმცა აღნიშნეს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ამ ჯგუფებს როგორც სამიზნეების იდენტიფიცირებაში, ისე სისტემებში შეღწევაში ეხმარება.

ჰაკერულმა დაჯგუფებამ სახელწოდებით „APT IRAN“, რომელიც ამტკიცებს, რომ ირანთან დაკავშირებულ კიბეროპერაციებს ახორციელებს, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მათ აღნიშნეს, რომ მათი წინა გაფრთხილებები არავინ გაითვალისწინა და დასძინეს: „მალე აშშ ენერგეტიკის, წყლისა და სატელეკომუნიკაციო სექტორებში მოულოდნელი და კრიტიკული მოვლენების მომსწრე გახდება“.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გასულ თვეს განაცხადა, რომ სულ მცირე 7 შტატში მუნიციპალური წყალმომარაგების სისტემებზე განხორციელებული კიბერშეტევების ტალღის გამოძიება დაიწყო.

აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ (CISA) ივლისში განაცხადა, რომ 100-ზე მეტი წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების ობიექტის ინტერნეტთან დაკავშირებული სისტემა თავდასხმის სამიზნე გახდა, ხოლო 21 აგვისტოს გამოქვეყნებული გამაფრთხილებელი დოკუმენტით ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ორგანიზაციას მოუწოდა, „გააძლიერონ შესაბამისი მექანიზმები სისტემაში უკანონო შეღწევის წინააღმდეგ“.

აღმოაჩინეთ
პრეზიდენტი ერდოღანი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რადევს ტელეფონით ესაუბრა
პუტინმა და უიტკოფმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის ომი განიხილეს
პრეზიდენტი ერდოღანი: „ვულოცავ სირიის დაზვერვასა და MİT-ის ფარულ გმირებს“
მინისტრი გიულერი კატარელ კოლეგას შეხვდა
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა
ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი „ძალიან მალე“ დასრულდება
2019 წელს ლიბიასა და თურქეთს შორის ხელმოწერილი საზღვაო იურისდიქციის მემორანდუმი დამტკიცდა
TRT World ფორუმი 6 და 7 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება
უკრაინა: „ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
თურქეთი, კატარი, პაკისტანი და ინდონეზია თავდაცვის მრეწველობის სფეროში შეთანხმებას გააფორმებენ
სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში საუკეთესოდ“ დასახელდა
ნეთანიაჰუმ ტრამპს ირანთან დაკავშირებით მიმართა: „საქმე ჯერ კიდევ გვაქვს დასასრულებელი“
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“