2025 წლის ევრობასკეტზე თურქეთის მამაკაცთა საკალათბურთო ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
გერმანიამ თურქეთი 88-83 დაამარცხა და FIBA-ს ევრობასკეტის ჩემპიონი გახდა.
თურქეთის მამაკაცთა საკალათბურთო ნაკრებმა, ევრობასკეტ 2025-ზე გერმანიასთან დაძაბული ფინალის შემდეგ, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გერმანიამ, კვირას, თურქეთი 88-83 დაამარცხა და FIBA-ს ევრობასკეტის ჩემპიონი გახდა.
"არენა რიგაზე" გამართულ დაძაბულ ბრძოლაში, როდესაც ორივე ეროვნული ნაკრები წაუგებლად ასპარეზობდა, თურქეთის ნაკრების მოთამაშე ალპერენ შენგიუნი 28 ქულით მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
პირველი მეოთხედი გერმანიის სასარგებლოდ 24-22 დასრულდა, ხოლო მეორე მეოთხედში თურქეთმა ძლიერი პასუხი გასცა და 24-16 მოიგო.
პირველი ტაიმი თურქეთის ნაკრებმა 46-40 მოიგო, რითაც შეინარჩუნა იმპულსი და თამაშში უპირატესობა მოიპოვა.
თუმცა, გერმანია მესამე მეოთხედში 26-21 სერიით დაბრუნდა.
გერმანიის მხრიდან დენის შროდერმა დუბლ-დუბლი შეასრულა 16 ქულითა და 12 ასისტით, ხოლო ისააკ ბონგამ 20 ქულა, ფრანც ვაგნერმა კი 18 ქულა და რვა მოხსნა მოიპოვა, რაც გამარჯვებაში დაეხმარა გუნდს.
თურქეთის მხრიდან კი jედი ოსმანმა 23 ქულა დააგროვა, ხოლო შეინ ლარკინმა 13 ქულა, ექვსი მოხსნა და ცხრა ასისტი მიითვალა.
ადემ ბონამ ნაკრებისთვის 12 ქულა მოიპოვა.
FIBA-ს ევრობასკეტის ისტორიაში გერმანიამ მხოლოდ მეორედ მიაღწია მწვერვალს.
გერმანიამ უდიდესი წარმატება 1993 წელს ჩემპიონობით მოიპოვა, ხოლო თურქეთის საუკეთესო შედეგი 2001 წელს ფინალში გასვლაა.
საბერძნეთმა, კვირას გამართულ სხვა მატჩში, ფინეთი 92-89 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.