ტრამპი გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს
თეთრმა სახლმა განაცხადა: „პრეზიდენტი და მისი გუნდი განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტს ამ მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და, რა თქმა უნდა, აშშ-ის არმიის გამოყენება ყოველთვის არის ვარიანტი, რომელიც მთავარსარდლის ბრძანებაზეა დამოკიდებულ
თეთრმა სახლმა განმარტა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი გრენლანდიის ყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ და ამ მიზნის მისაღწევად აშშ-ის არმიის გამოყენება „ყოველთვის არის ვარიანტი“.
ტრამპის მიზანი - გრენლანდიის ყიდვა და მისი არქტიკაში აშშ-ის სტრატეგიულ ცენტრად გადაქცევა - ბოლო დღეებში კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გატაცების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. გრენლანდიამ არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის ნაწილი ყოფნა არ სურს.
თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ტრამპი გრენლანდიის ხელში ჩაგდებას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად მიიჩნევს, რაც აუცილებელია „არქტიკის რეგიონში ჩვენი მტრების შესაკავებლად“.
თეთრმა სახლმა განაცხადა: „პრეზიდენტი და მისი გუნდი განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტს ამ მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და, რა თქმა უნდა, აშშ-ის არმიის გამოყენება ყოველთვის არის ვარიანტი, რომელიც მთავარსარდლის ბრძანებაზეა დამოკიდებული“.
აშშ-ის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ოვალურ კაბინეტში აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად გამოსაყენებელი მეთოდების შესახებ და მრჩევლები სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ.
„ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება“
აღნიშნულმა ჩინოსანმა თქვა, რომ ნატო-ს ლიდერების მკაცრმა განცხადებებმა გრენლანდიის მხარდასაჭერად ტრამპი ვერ შეაჩერა.
ოფიციალურმა პირმა პრეზიდენტის უფლებამოსილების დარჩენილი სამი წლის განმავლობაში გრენლანდიის ყიდვის განზრახვასთან დაკავშირებით აღნიშნა: „ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება“.
ჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, აღნიშნა, რომ ვარიანტებს შორისაა გრენლანდიის პირდაპირი შესყიდვა ან ამ რეგიონთან „თავისუფალი ასოცირების შეთანხმების“ (COFA) გაფორმება. COFA-ს შეთანხმება ტრამპს ვერ მიიყვანს 57 000-იანი მოსახლეობის მქონე კუნძულის აშშ-ის ნაწილად ქცევის მიზნამდე.
პოტენციური შესყიდვისთვის გათვალისწინებული ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა.
ჩინოსანმა თქვა: „დიპლომატია ყოველთვის იყო პრეზიდენტის პირველი არჩევანი ნებისმიერ საკითხსა და გარიგებაში. მას უყვარს შეთანხმებები. ამიტომ, თუ გრენლანდიის შესაძენად კარგი გარიგება დაიდება, ეს ნამდვილად იქნება მისი პირველი არჩევანი“.
აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კუნძული აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გამო, რაც მაღალტექნოლოგიური და სამხედრო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ეს რესურსები, სამუშაო ძალის ნაკლებობის, არასაკმარისი ინფრასტრუქტურისა და სხვა სირთულეების გამო, ჯერჯერობით ათვისებული არ არის.
ევროპის წამყვანი ქვეყნებისა და კანადის ლიდერებმა სამშაბათს მხარი დაუჭირეს გრენლანდიას და განაცხადეს, რომ ეს არქტიკული კუნძული იქ მცხოვრებ ხალხს ეკუთვნის.