ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ავიამზიდის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო
Wall Street Journal: „აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო (პენტაგონი) ახლო აღმოსავლეთში დამატებით 9-დან 10 ათასამდე სამხედროს გაგზავნის.“
აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ავიამზიდის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ „USS Theodore Roosevelt“-ს გაგზავნის (არქივი)

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ „USS Theodore Roosevelt“-ისა და კიდევ ერთი საზღვაო ქვეითთა დივიზიის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

ისრაელის ტელეარხ i24-ის მიერ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში მესამე ავიამზიდსა და საზღვაო ქვეითთა მეორე დივიზიას გაგზავნის.

გაზეთ „Yedioth Ahronoth“-ის ცნობით, გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ მუქარის შემდეგ იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანზე ხელახალ თავდასხმას განახორციელებენ.

გაზეთ „The Hill“-ის ცნობით, „USS Theodore Roosevelt“-ი ახლო აღმოსავლეთისკენ რეგიონში მყოფი ერთ-ერთი ხომალდის ჩასანაცვლებლად გაემართა.

აშშ ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 10 ათას დამატებით სამხედროს აგზავნის

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ინფორმაცია გაზეთ „Wall Street Journal“-ს მიაწოდეს, ასევე განაცხადეს, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო (პენტაგონი) ახლო აღმოსავლეთში დამატებით 9-დან 10 ათასამდე სამხედროს გაგზავნის.

ოფიციალური პირების თქმით, ავიამზიდმა „USS Theodore Roosevelt“-მა სან-დიეგოს მთავარი პორტი 27 სექტემბერს დატოვა, ხოლო საზღვაო ქვეითების გადამყვანი სამი ამფიბიური ხომალდისგან შემდგარი „USS Makin Island“-ის ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფი გზას 28 სექტემბერს შეუდგა და რეგიონს ნოემბრის ბოლომდე მიაღწევს.

„USS Theodore Roosevelt“-ი ახლო აღმოსავლეთში 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ გაიგზავნა და გარკვეული დროის შემდეგ როტაციისთვის აშშ-ში დაბრუნდა.

აშშ-ს ამჟამად ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდი („USS George H.W. Bush“ და „USS George Washington“) და დაახლოებით 50 ათასი სამხედრო ჰყავს.

აღმოაჩინეთ
ირანი: „აშშ-ის მიერ ომის დასრულების წინადადებებზე პასუხი შუამავლების მეშვეობით გადაეცემა“
პაკისტანის არმიამ საუდის არაბეთში საკუთარი ქვედანაყოფების განლაგება დაადასტურა
რუსული თავდასხმების შედეგად უკრაინაში 11 ადამიანი დაიღუპა
ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას შავ ზღვაში უსაფრთხოება განიხილეს
ცრემლმორეულმა მესიმ არგენტინასთან დამშვიდობებისას ოსტატობის ბოლო გაკვეთილი ჩაატარა
პრეზიდენტი ერდოღანი წლების განმავლობაში ღაზას ყველაზე „ხმამაღალი ხმა“ იყო
მსოფლიო უკვე სამი წელია ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტას ადევნებს თვალს
ვენსმა აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად ირანმა გამდიდრების საქმიანობა უნდა შეამციროს
ჰუსიტებმა არაბეთის აეროპორტებსა და სამხედრო ბაზებზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები განახორციელეს
ჯანმო-მ რუსეთს შავი ჭირით გარდაცვალების ფაქტზე გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
პრეზიდენტი ერდოღანი: „კვალიფიციური უმაღლესი განათლება ანატოლიის ყველა კუთხეში მივიტანეთ“
CIA-მ ისრაელში შიდა დაპირისპირების რისკის გაღრმავების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა
თურქეთმა მეზობელ ქვეყნებში 20,9 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა
ისრაელის გენოციდური თავდაცვის მინისტრი კაცი არმიას ღაზაში მზადყოფნის გაძლიერების ბრძანებას აძლევს
ირანის გზავნილი: „აშშ-თან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს“