ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქეთმა სამძიმარი გამოუცხა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას
დაკარგული 18 ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება
თურქეთმა სამძიმარი გამოუცხა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის გირნეს პორტიდან გასული გემი გადაბრუნდა (არქივი)

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოთქვა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის გირნეს პორტიდან მერსინის თაშუჯუს პორტისკენ მიმავალი სამგზავრო გემის გადაბრუნების შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო.

სამინისტრომ გირნეს სანაპიროსთან სამგზავრო გემის ჩაძირვასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო, რა დროსაც ჩკთრ-ის გირნეს პორტიდან მერსინის თაშუჯუს მიმართულებით მიმავალი სამგზავრო გემის გადაბრუნებას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენს ერსა და ჩკთრ-ის მოსახლეობას ვუსამძიმრებთ და გამძლეობას ვუსურვებთ“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჩკთრ-ის ხელისუფლების მიერ წარმოებულ ინტენსიურ სამძებრო-სამაშველო ოპერაციას. ამასთან, სამაშველო ღონისძიებებში თურქეთის მხრიდან ორი ვერტმფრენი, ორი კატარღა, მყვინთავთა ჯგუფი და სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ხომალდია ჩართული.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ დამატებითი მსხვერპლის თავიდან არიდებისა და დაკარგული პირების პოვნის მიზნით, სამუშაოები ჩკთრ-ის ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით გრძელდება.

გირნეს სანაპიროსთან გადაბრუნებული გემი

ჩკთრ-ის გირნეს პორტსა და მერსინის თაშუჯუს პორტს შორის მოძრავმა სწრაფმავალმა სამგზავრო კატარღამ, სახელწოდებით „Filo Jet“, შუადღისას გირნედან გასვლიდან მალევე, წინა ნაწილიდან წყლის აღება დაიწყო.

გემი გირნეს პორტში დაბრუნების მცდელობისას გადაბრუნდა. ბორტზე მყოფი 267 პირიდან (259 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი) 241 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 8 პირი დაიღუპა.

ამ დროისთვის დაკარგული 18 ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

აღმოაჩინეთ
ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ რუსეთ-უკრაინის ომის განსამუხტავად ნაბიჯებს დგამს
რუსეთი: გერმანიამ ბონში ჩვენი გენერალური საკონსულო უსაფუძვლო მიზეზით დახურა
მკვლელი ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში 5 პალესტინელი დაიღუპა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე
სტამბოლის აეროპორტმა ევროპის მწვერვალზე ადგილი შეინარჩუნა
თურქეთმა და კიდევ 7-მა ქვეყანამ პალესტინელების გადასახლების შესახებ ისრაელის გეგმები დაგმეს
უიტეკერმა განაცხადა, რომ ნატო მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს არ შეეგუება
კრემლი: „პუტინმა აშშ-ის წარმომადგენლებთან „უკიდურესად ღია“ მოლაპარაკებები გამართა“
ერდოღანი: თურქეთი ირან-აშშ-ის დაძაბულობის დასასრულებლად ძალისხმევას არ იშურებს
ისრაელის გაზეთმა ვალების მქონე ამერიკელებისთვის ირანში შეჭრის გეგმა წამოაყენა
ევროკავშირი: „ჩვენ უარვყოფთ ღაზაში დემოგრაფიული ან ტერიტორიული ცვლილებების განხორციელებას“
Hugging Face-ს Nvidia დაახლოებით 13 მილიარდ დოლარად შეიძენს
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“