ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქული დაზვერვა საკვანძო როლს ასრულებს პაკისტანსა და ავღანეთში კონფლიქტების დასრულებაში
უსაფრთხოების წყაროების ცნობით, დოჰაში თურქეთის ხელმძღვანელობამ ხელი შეუწტო პაკისტანსა და ავღანეთს კონფლიქტის შეჩერებაში და სტამბოლში გრძელვადიანი სასაზღვრო გადაწყვეტილებებისთვის შეხვედრის მოწყობაში.
თურქული დაზვერვა საკვანძო როლს ასრულებს პაკისტანსა და ავღანეთში კონფლიქტების დასრულებაში
თურქული დაზვერვა საკვანძო როლს ასრულებს პაკისტანსა და ავღანეთში კონფლიქტების დასრულებაში / AA

თურქეთის უსაფრთხოების წყაროებმა კვირას განაცხადეს, რომ თურქეთის დაზვერვის ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პაკისტანსა და ავღანეთს შორის მოლაპარაკებებში, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა, რა დროსაც ორივე მხარე შეთანხმდა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე.

წყაროების ცნობით, თურქეთისა და კატარის მხარდაჭერით, დოჰაში გაიმართა მოლაპარაკებები პაკისტანსა და ავღანეთს შორის კონფლიქტებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იბრაჰიმ ქალინმა.

ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ პაკისტანისა და ავღანეთის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის მინისტრები.

მოლაპარაკებების მთავარ დღის წესრიგად დასახელდა "არსებული ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება და ბოლო პერიოდში მომხდარი სასაზღვრო შეტაკებების მოგვარება".

გვიან ღამემდე გაგრძელებული მოლაპარაკებების დროს, მსოფლიო ლიდერები, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ინფორმირებულნი იყვნენ განვითარებულ მოვლენებზე.

ცეცხლის შეწყვეტის დეტალები სტამბოლში განიხილება

ცეცხლის შეწყვეტის მდგრადი და გადამოწმებადი გაგრძელების უზრუნველსაყოფად, უახლოეს დღეებში გაიმართება შემდგომი შეხვედრები.

14-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გადაწყდა, რომ ტექნიკური კომიტეტის პირველი შეხვედრა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის დეტალებს განიხილავს, სტამბოლში გაიმართება.

შეხვედრაზე განიხილება ორ ქვეყანას შორის ისეთი პრობლემების მუდმივი გადაჭრის გრძელვადიანი ნაბიჯები, როგორიცაა ტერორიზმი, მიგრაცია და სასაზღვრო უსაფრთხოება.

11 ოქტომბერს თურქეთის, პაკისტანისა და კატარის დაზვერვის ხელმძღვანელებმა სტამბოლში სამმხრივი შეხვედრა გამართეს, რა დროსაც ავღანეთთან ერთდროული კონტაქტები დამყარდა.

აღმოაჩინეთ
ნატოს საპარლამენტო სამიტი სტამბოლში გაიმართება
იტალიაში ანომალიური სიცხის გამო 8 ქალაქში „წითელი“ განგაში გამოცხადდა
მინისტრმა ფიდანმა კაიროში შეხვედრები გამართა
შვეიცარია 2 დღეში აშშ-ირანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს
პრეზიდენტმა ერდოღანმა სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ვონგი მიიღო
თურქეთი პარაივაისთან მარცხით მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
ჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა კვლავ სერიოზულია
ანგარიში: საბერძნეთში 2025 წელს შობადობის მაჩვენებელი შემცირდა
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა