ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
უკრაინა: ოლეშკის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ცეცხლის შეწყვეტას ვაცხადებთ
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის არმიამ, რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ხერსონის ოლქში მდებარე ქალაქ ოლეშკის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, 27 ოქტომბრიდან „განსაზღვრულ ტერიტორიაზე“ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.
უკრაინა: ოლეშკის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ცეცხლის შეწყვეტას ვაცხადებთ
დრონით გადაღებული კადრები ასახავს ნგრევას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა წერილობითი განცხადება გაავრცელა რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში გასამართი ჰუმანიტარული ოპერაციის გამო, 27 ოქტომბრიდან ხერსონის მიმართულებით დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება.

განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინამაც 27 ოქტომბერს, კიევის დროით 03:00 საათიდან რეგიონში „განსაზღვრულ ტერიტორიაზე“ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, ნათქვამია: „უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ ოლეშკის მცხოვრებთა დასახმარებლად და ყველა ღონეს იხმარენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და გადარჩენის უზრუნველსაყოფად“.

არმიის მიერ გავრცელებულ მეორე განცხადებაში კი ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ უკრაინის არმია მანამდეც აწვდიდა დახმარებას უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) ოლეშკისა და მის გარშემო მდებარე დასახლებებში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას: „ველით, რომ ოლეშკის მცხოვრებთათვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა უზრუნველყოფილი იქნება“.

თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეუღლემ, მელანია ტრამპმა, უკრაინის ხერსონის ოლქში ორ ცეცხლს შორის მოქცეული ქალაქ ოლეშკისთვის „სპეციალურ ცეცხლის შეწყვეტას“ მიაღწია.

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმაც განაცხადა, რომ ქალაქ ოლეშკიში ჩასატარებელი ჰუმანიტარული ოპერაციის გამო, 27 ოქტომბრიდან ხერსონის მიმართულებით დროებითი ცეცხლის შეწყვეტა იმოქმედებდა.

აღმოაჩინეთ
პუტინმა და უიტკოფმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის ომი განიხილეს
პრეზიდენტი ერდოღანი: „ვულოცავ სირიის დაზვერვასა და MİT-ის ფარულ გმირებს“
მინისტრი გიულერი კატარელ კოლეგას შეხვდა
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა
ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი „ძალიან მალე“ დასრულდება
2019 წელს ლიბიასა და თურქეთს შორის ხელმოწერილი საზღვაო იურისდიქციის მემორანდუმი დამტკიცდა
TRT World ფორუმი 6 და 7 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება
უკრაინა: „ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
თურქეთი, კატარი, პაკისტანი და ინდონეზია თავდაცვის მრეწველობის სფეროში შეთანხმებას გააფორმებენ
სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში საუკეთესოდ“ დასახელდა
ნეთანიაჰუმ ტრამპს ირანთან დაკავშირებით მიმართა: „საქმე ჯერ კიდევ გვაქვს დასასრულებელი“
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“
მინისტრი ფიდანი საუდელ კოლეგას შეხვდა