რუსეთის რიაზანის ოლქის გუბერნატორის, პაველ მალკოვის განცხადებით, რეგიონზე დრონებით განხორციელებული ინტენსიური თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
პაველ მალკოვმა წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ რეგიონი ღამისა და დილის საათებში უპილოტო საფრენი აპარატებით ინტენსიური თავდასხმების სამიზნე გახდა.
თავდასხმების შედეგად მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით მალკოვმა განაცხადა:
„ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. რიაზანში კიდევ ერთი საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე საწყობი და სატრანსპორტო საშუალებებიც დაზიანდა“.
მალკოვის თქმით, პირველადი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. მისი განცხადებით, მატერიალური ზარალის შეფასება გრძელდება, ხოლო საგანგებო სამსახურები ადგილზე მუშაობენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონტაქტები კვლავ გრძელდება.




















