სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის არმია მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებდა უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) იერიშების მიტანას უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის გამოყენებულ გემებზე.
განცხადებაში, რომლის თანახმადაც ჩორნომორსკის პორტში უპილოტო საზღვაო ხომალდების საწარმოო ობიექტი დაიბომბა, ასევე აღნიშნულია, რომ მოძრაობისას დარტყმა მიაყენეს მშრალტვირთმზიდ გემს, რომელსაც უკრაინის არმიის საჭიროებებისთვის ოდესის პორტში ტვირთი გადაჰქონდა.
ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲔᲑᲣᲚᲘ
სამინისტროს კიდევ ერთ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში, მოსკოვისა და მისი შემოგარენის ჩათვლით, სხვადასხვა რეგიონში უკრაინული 616 დრონი გაანადგურა.



















