სენსიტიური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების გამო, შვედეთის მთავრობის თანამშრომლები სამუშაო კომპიუტერებზე OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტ ChatGPT-სა და აშშ-ში დაფუძნებული კომპანია Anthropic-ის მიერ შემუშავებული Claude-ის მოდელის ვერსიებს აღარ გამოიყენებენ.
შვედეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის ფარგლებში მივიდნენ დასკვნამდე, რომ საჯარო მოვალეობების შესრულებისას ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები „პრობლემურ“ გამოყენებას იწვევდა.
განცხადებაში, სადაც ხაზგასმულია, რომ მთავრობის თანამშრომლები ამიერიდან სამუშაო კომპიუტერებზე OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტ ChatGPT-სა და აშშ-ში ბაზირებული კომპანია Anthropic-ის Claude-ის მოდელებს აღარ გამოიყენებენ, აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება სენსიტიური მონაცემების დამუშავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო მიიღეს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობის თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მხოლოდ გაცილებით მკაცრი კონტროლის პირობებში შეეძლებათ, ხოლო აღნიშნული შეზღუდვა ძალაში ამ კვირიდან შევიდა.
შვედური მედია ასევე იტყობინება, რომ ChatGPT-ისა და Claude-ის გამოყენებაზე შეზღუდვები შვედეთის საგადასახადო სააგენტოსა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ეროვნულ სამმართველოშიც დაწესდა.




















