ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
სამხრეთ კორეა პრეზიდენტს ირჩევს
სამხრეთ კორეა პრეზიდენტს ირჩევს
სამხრეთ კორეა პრეზიდენტს ირჩევს
/ AP

სამხრეთ კორეა, ყოფილი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ გასამართი ვადამდელი არჩევნებით, ახალი ლიდერის ასარჩევად ემზადება.

სამხრეთ კორეელები ხვალ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ხუთწლიანი ვადით ასარჩევად საარჩევნო ყუთებთან მივლენ. ამ კრიტიკულ ვადამდელ არჩევნებში კონკურენტმა კანდიდატებმა მერყევი ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად ინტენსიური ძალისხმევა გასწიეს.

პრეზიდენტის კანდიდატებს შორის გახლავთ, მთავარი ოპოზიციური „კორეის დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ლი ჯე მიონი მმართველ „ხალხის ძალის პარტიის“ კანდიდატ კიმ მუნ-სუს უსწრებს.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ბიულეტენში ექვს კანდიდატს შორის რბოლა გრძელდება, საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, მმართველი და ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა ორშაბათს დედაქალაქ სეულში ამომრჩეველთა მხარდაჭერის გასაზრდელად ბოლო ნაბიჯები გადადგეს.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, 61 წლის უფლებადამცველი იურისტი და პოლიტიკოსი ლი 49,2%-ით ლიდერობს, ხოლო 73 წლის შრომისა და დასაქმების ყოფილი მინისტრი კიმი 36,8%-ით მეორე ადგილზეა. კონსერვატიული „ახალი რეფორმების პარტიიდან“ ლი ჯუნ-სოკი კი 10,3%-ით მესამე ადგილს იკავებს.

საპრეზიდენტო არჩევნები დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის, იონ სოკ იოლის მიერ გასული წლის დეკემბერში საომარი მდგომარეობის გამოცხადების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რასაც მისი იმპიჩმენტი და თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.

საზღვარგარეთ მცხოვრებმა ამომრჩევლებმა ხმა უკვე მისცეს, ხოლო ქვეყნის შიგნით გასულ კვირას ორდღიანი წინასწარი ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 52-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 44,4 მილიონ ადამიანს აქვს.

ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე დაიწყება და საღამოს 8:00 საათზე დასრულდება, ხოლო არჩევნების დღე ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა.

ხმების დათვლა დაუყოვნებლივ დაიწყება და მოსალოდნელია, რომ გამარჯვებული სამშაბათს საღამოს ან ოთხშაბათს დილით ადრე გახდება ცნობილი.

აღმოაჩინეთ
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ტრამპმა და ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს: აშშ-ირანის შეთანხმება „ოფიციალურად გაფორმდა“
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
ტრამპი: „ირანთან ძალიან ძლიერი შეთანხმება გავაფორმეთ“
პრეზიდენტმა ერდოღანმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უერტასი მიიღო
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი მიიღო
ბენ-გვირმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო გააუქმა
საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ