ირანის არმიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ დილის საათებში ნავთობტანკერი თვალთვალის სისტემების გამორთვით ცდილობდა ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილის გავლას, რა დროსაც ის ნაღმს შეეჯახა.
ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲔᲑᲣᲚᲘ
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაღმთან შეჯახების შემდეგ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა და მან გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გემები სახიფათო ზონის გავლას შეეცდებიან, ნაღმზე აფეთქების შემთხვევები კვლავ გაგრძელდება.























