ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 3 წუთი
ჩინეთმა ტრამპის 50%-ით მეტი საბაჟო გადასახადის დაწესების მუქარას უპასუხა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ“
ტრამპის 50%-იანი დამატებითი გადასახადის მუქარას პეკინისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვა: „თუ აშშ დაჟინებით მოითხოვს, ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს.“
ჩინეთმა ტრამპის 50%-ით მეტი საბაჟო გადასახადის დაწესების მუქარას უპასუხა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ“
Trump upended the world economy last week with sweeping tariffs that have raised the spectre of an international recession. / AP

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარამ ჩინურ პროდუქციაზე 50%-იანი ახალი საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ გლობალურ ბაზრებზე დიდი რყევები გამოიწვია და ჩინეთის მკაცრი პასუხი მოჰყვა. პეკინის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯებს „ბოლომდე ბრძოლით“ უპასუხებენ.

სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს სპიკერმა თქვა: „თუ აშშ დაჟინებით მოითხოვს, ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს. ტრამპის მუქარა კიდევ ერთხელ ააშკარავებს აშშ-ის შანტაჟისტურ ბუნებას“.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ თუ აშშ გადასახადებს გაზრდის, ჩინეთიც საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გადამწყვეტ საპასუხო ზომებს მიიღებს. თუმცა, ასევე ხაზი გაესვა, რომ ჩინეთს კვლავ სურს აშშ-სთან „დიალოგი“ და რომ „სავაჭრო ომში გამარჯვებული არ არსებობს“.

გასულ კვირას ტრამპის მიერ გამოცხადებულმა მასშტაბურმა ტარიფებმა მსოფლიო ეკონომიკა შეარყია და გლობალურ ბაზრებზე რეცესიის შიშები გაიზარდა. საპასუხოდ, ჩინეთმაც გამოაცხადა, რომ ხუთშაბათიდან ძალაში შევა აშშ-ის საქონელზე 34%-იანი დამატებითი გადასახადი.

ჩინეთის სწრაფი საპასუხო ნაბიჯის შემდეგ, ტრამპისგან კიდევ ერთი ახალი მუქარა წამოვიდა: თუ პეკინი უკან არ დაიხევს, ჩინურ პროდუქციაზე მთლიან გადასახადებს 104%-მდე გაზრდის.

ტრამპმა თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „დიდ პატივს ვცემ ჩინეთს, მაგრამ მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ. ამ საკითხში შანსი გვაქვს… ჩემთვის ამ საქმის გაკეთება პატივია“.

მსგავსიTRT Global - China slams US for unilateralism and economic bullying with tariffs

ბაზრებზე ქაოსი

ტრამპის ტარიფებმა მსოფლიო საფონდო ბირჟებზე დიდი ვარდნა გამოიწვია. ჰონგ კონგში Hang Seng-ის ინდექსმა ორშაბათს აზიის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მკვეთრი დღიური ვარდნა განიცადა და 13.2 პროცენტით დაეცა. სამშაბათს კი მცირე აღდგენა დაფიქსირდა. უოლ სტრიტზეც არასტაბილური დინამიკა შეინიშნებოდა, Dow Jones-მა და S&P 500-მა დღე ზარალით დაასრულეს. ბოლო დღეებში ბაზრებიდან ტრილიონობით დოლარი გაქრა.

ტრამპმა ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში კვლავ აღნიშნა, რომ ტარიფების შეჩერების გეგმა არ აქვთ. მან თქვა, რომ ჩინეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებები გააუქმა, თუმცა მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც ამის სურვილს გამოთქვამს.

ჩინეთში ორშაბათს დაფიქსირებული დიდი ზარალის შემდეგ, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა სამშაბათს დილით განაცხადა, რომ ბაზრების სტაბილიზაციისთვის სახელმწიფო ფონდი საფონდო ბირჟის საინვესტიციო ფონდების შესყიდვას გააგრძელებს.

აშშ იაპონიას პრიორიტეტს მიანიჭებს

მაშინ როდესაც ინვესტორები სავაჭრო ომში დაძაბულობის შემსუბუქებას იმედოვნებენ, აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის Fox News-ისთვის მიცემულმა განცხადებამ ბაზრები გარკვეულწილად დაამშვიდა. ბესენტმა აღნიშნა, რომ იაპონია ტარიფების თაობაზე მოლაპარაკებებში „პრიორიტეტულ“ მოპყრობას მიიღებს და რომ ეს იაპონიის სწრაფი მოქმედების შედეგია.

შაბათს აშშ-ში მსოფლიოდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 10%-იანი „საწყისი“ ტარიფი შევიდა ძალაში. ოთხშაბათიდან კი ჩინურ პროდუქციაზე 34%, ხოლო ევროკავშირის პროდუქციაზე 20%-იანი დამატებითი გადასახადი დაწესდება.

ბესენტმა აღნიშნა, რომ ათობით ქვეყანა ითხოვს მოლაპარაკებებს და: „კარგი მოლაპარაკებებით ტარიფების შემცირებას მივაღწევთ“.

ტრამპმა კი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას განაცხადა: „შეიძლება მუდმივი ტარიფები იყოს, მაგრამ მოლაპარაკებებიც შეიძლება გაიმართოს. რადგან ტარიფების მიღმა სხვა რამეებიც გვჭირდება“.

მეორეს მხრივ, ევროკავშირის ვაჭრობის მინისტრებიც ორშაბათს ლუქსემბურგში შეიკრიბნენ და აშშ-ის ტარიფების საპასუხო გეგმები განიხილეს. გერმანიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ საჭიროა ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებზე გადასახადის დაწესებაზე მუშაობა. საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრმა ლორან სენ-მარტინმა თქვა: „საქონლისა და მომსახურების საკითხში არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოვრიცხოთ. ევროპას აქვს ყოვლისმომცველი და საკმაოდ აგრესიული ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“.

აღმოაჩინეთ
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ტრამპმა და ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს: აშშ-ირანის შეთანხმება „ოფიციალურად გაფორმდა“
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
ტრამპი: „ირანთან ძალიან ძლიერი შეთანხმება გავაფორმეთ“
პრეზიდენტმა ერდოღანმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უერტასი მიიღო
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი მიიღო
ბენ-გვირმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო გააუქმა
საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ