ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 4 წუთი
„TEKNOFEST Mavi Vatan 2026“ დღეს იწყება
„TEKNOFEST 2026“-ის ფარგლებში, 20-23 აგვისტოს გოლჯუქის გემთსაშენის სარდლობის ტერიტორიაზე გასამართი „TEKNOFEST Mavi Vatan“-ი, თურქეთის საზღვაო, წყალქვეშა ტექნოლოგიებისა და თავდაცვის მრეწველობის სხვადასხვა შესაძლებლობას ერთ სივრცეში გააერთიანებს.
„TEKNOFEST Mavi Vatan 2026“ დღეს იწყება
ტექნოფესტი „ლურჯი სამშობლო“ 2026 (AA)

ეროვნულმა ტექნოლოგიურმა ინიციატივამ თავისი კურსი კიდევ ერთხელ მიმართა ზღვებისკენ.

4-დღიან ღონისძიებაზე, რომლის საკომუნიკაციო პარტნიორიც TRT გახლავთ, წარმოდგენილი იქნება პროდუქციისა და ტექნოლოგიების ფართო სპექტრი: თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სხვადასხვა კლასის პლატფორმებიდან დაწყებული უპილოტო სისტემებით, საფრენი აპარატებით, საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემებით დამთავრებული.

ღონისძიების ტექნოლოგიური შეჯიბრებების ნაწილში გაიმართება უპილოტო წყალქვეშა სისტემების შეჯიბრი, უპილოტო საზღვაო აპარატების შეჯიბრი და წყალქვეშა სარაკეტო შეჯიბრი.

„TEKNOFEST Mavi Vatan“-ზე ფლოტის 37 სხვადასხვა ელემენტი და პლატფორმა იქნება წარმოდგენილი. მათ შორისაა: TCG Barbaros, TCG Salihreis, TCG Turgutreis, TCG Kemalreis, TCG Derya, TCG Tufan, TCG Akçay, TCG Alemdar, TCG İstanbul, TCG Oruçreis, TCG Burgazada, TCG İmbat, TCG Amasra, TCG Sancaktar და TCG Kalkan.

სხვადასხვა წყალქვეშა პლატფორმასთან ერთად, ღონისძიების სივრცეში წარმოდგენილი იქნება რესპუბლიკის ისტორიის სიმბოლური საზღვაო ხომალდები — TCG Savarona და მუზეუმი-ხომალდი Yavuz-ი.

ეკიპაჟიან პლატფორმებთან ერთად, დამთვალიერებლები იხილავენ ისეთ უპილოტო საზღვაო აპარატებს, როგორიცაა: ULAQ, SANCAR, MARLIN და SALVO.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა იქნება თურქეთის უდიდესი სამხედრო ხომალდი TCG Anadolu. ამგვარად, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთსა და იმავე სივრცეში იხილონ სხვადასხვა კლასისა და დანიშნულების ზედაპირული ხომალდები, წყალქვეშა ნავები და უპილოტო საზღვაო სისტემები.

დამთვალიერებლებს ასევე წარედგინება ეროვნული წყალქვეშა ნავის (MİLDEN) სატესტო ბლოკი. თურქეთის ეროვნული წყალქვეშა ნავის შექმნის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის — MİLDEN-ის სატესტო ბლოკის გამოფენა, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

გამოიფინება საფრენი აპარატები და თავდაცვის სისტემებიც

ღონისძიებაზე წარმოდგენილი პროდუქცია მხოლოდ საზღვაო პლატფორმებით არ შემოიფარგლება. საფრენი აპარატების ნაწილში წარმოდგენილი იქნება Bayraktar TB2, Bayraktar TB3, ვერტმფრენი SH-70 Seahawk და AH-1W პლატფორმა. Bayraktar TB3 გამოიფინება ASELBUOY-სა და ASELBUOY POD-თან ერთად.

საგამოფენო სივრცეში ვიზიტორები თავდაცვის მრეწველობის სხვადასხვა პროდუქციასა და სისტემას გაეცნობიან.

ამ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება: Pirana, BARKAN 2, LEVENT, TUFAN, BAHA და BULUT, ასევე წყალქვეშა მოდულური ჯავშნიანი საკონტროლო კატარღა.

„ფოლადის გუმბათის“ (ÇELİKKUBBE) პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სისტემები: SİPER, HİSAR, GÜRZ, KORKUT და GÖKSUR. მათ გარდა, გამოფენილ ელემენტებს შორის იქნება K+, SİPER, TAYFUN, KMC და PUSU სისტემები, ასევე წყალქვეშა ნავ MİLDEN-ის პირველი ბლოკი.

ამგვარად, „TEKNOFEST Mavi Vatan“-ზე, საზღვაო ტექნოლოგიებთან ერთად, დამთვალიერებლებისთვის საჰაერო თავდაცვის, სარაკეტო, უპილოტო სახმელეთო და საჰაერო სისტემების, აგრეთვე ახალი თაობის წყალქვეშა ტექნოლოგიების წარდგენა იგეგმება.

თავდაცვის მრეწველობის კომპანიები და სახელმწიფო უწყებები ერთ სივრცეში

თავდაცვის, საზღვაო და ტექნოლოგიური ეკოსისტემის სხვადასხვა უწყება და კომპანია საკუთარ სტენდებზე პროდუქციასა და შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

ვიზიტორებს უმასპინძლებენ ASELSAN, BAYKAR, HAVELSAN, STM, ROKETSAN, TUSAŞ, TEI, MKE, ASFAT, ASPİLSAN, FNSS, ფონდი T3 და თურქეთის გემთმშენებლობის სფეროში მოქმედი მრავალი კომპანია.

ეროვნული თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტრო, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, TÜBİTAK, საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ და TRT საკუთარ სტენდებზე სხვადასხვა ღონისძიებას ჩაატარებენ.

სამეცნიერო ცენტრები, ვორქშოფები და ინტერაქციული სივრცეები ტექნოლოგიების მოყვარულებს დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს.

შეჯიბრებებისთვის ცალკე ლოკაციები მოეწყო

ტერიტორიაზე ტექნოლოგიური შეჯიბრებებისთვის ცალკე სატესტო და საჩვენებელი ზონები შეიქმნება.

მათ შორისაა: უპილოტო წყალქვეშა სისტემების საჩვენებელი ზონა, წყალქვეშა სარაკეტო შეჯიბრის ტრასა, უპილოტო საზღვაო აპარატების შეჯიბრის ტრასა, ასევე უპილოტო წყალქვეშა და საზღვაო აპარატების სატესტო სივრცე.

უპილოტო წყალქვეშა სისტემების კონკურსისთვის ასევე გათვალისწინებულია დამოუკიდებელი საკონკურსო ტრასა.

უპილოტო წყალქვეშა სისტემების საჩვენებელი გამოსვლები ფესტივალის განმავლობაში სხვადასხვა დროს წარედგინება ვიზიტორებს.

SAT-ისა და SAS-ის სპეცრაზმების ჩვენება

ღონისძიების საჩვენებელ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიც.

4 დღის განმავლობაში გაიმართება SAT-ისა და SAS-ის ელიტური დანაყოფების ჩვენებები. პროგრამაში ასევე ყოველდღიურად შევა საზღვაო ავიაციის სარდლობისა და უპილოტო საფრენი აპარატების საჩვენებელი ფრენები.

შაბათ-კვირას ფესტივალის პროგრამა ზღვაზე კიდევ უფრო გააქტიურდება. 22 და 23 აგვისტოს მოეწყობა იალქნოსანთა საზეიმო მსვლელობა „Mavi Vatan Yelken Kortej Geçişi“.

პროგრამის ფარგლებში დამთვალიერებლები იხილავენ ორკესტრისა და მეჰთერის წარმოდგენებს, სამეცნიერო შოუებს, პროექტს „სცენა შენია“ და შემეცნებით ვიქტორინას „NSosyal Nod“. 21 აგვისტოს კი ჩატარდება რობოტ „და ვინჩის“ ოპერაციის საჩვენებელი წარმოდგენა.

სპორტული შეჯიბრებები და კულტურული პროგრამები ზღვაზე

„Mavi Vatan“-ის ფარგლებში ასევე გაიმართება საზღვაო კულტურისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს ბაგირის გადაზიდვას, საზღვაო გვარლის (ბაგირის) ტყორცნასა და ცურვაში შეჯიბრებებს. პირველ ორ დღეს სპრინტ-ცურვა გაიმართება, ხოლო შაბათ-კვირას — „Mavi Vatan“-ის ცურვის შეჯიბრი.

22 და 23 აგვისტოს ჩატარდება შეჯიბრი ნიჩბოსნობაში ე.წ. „დრაკონის ნავებით“ (Dragon Kürek). ბაგირის გადაზიდვისა და გვარლის ტყორცნის ფინალები კი ფესტივალის ბოლო დღეს, 23 აგვისტოს გაიმართება.

კულტურული პროგრამის ფარგლებში, შაბათს, 22 აგვისტოს, მეჰთერის შოუს, „NSosyal Nod“-ის ვიქტორინისა და პროექტის „სცენა შენია“ შემდეგ მომღერალ Sefo-ს კონცერტი შედგება.

Bayraktar Kalkan DİHA შეიარაღებაში მიიღება

„TEKNOFEST Mavi Vatan“-ის დახურვაზე გაიმართება მუზეუმი-ხომალდ Yavuz-ის გახსნისა და ვერტიკალური აფრენა-დაფრენის უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar Kalkan DİHA-ს შეიარაღებაში მიღების ოფიციალური ცერემონია.

ფესტივალი დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით, რომელშიც ტექნოლოგიურ შეჯიბრებებსა და სხვა კატეგორიებში გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას.

აღმოაჩინეთ
ფილიპინების ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა
პრეზიდენტ ერდოღანის „17 აგვისტოს“ გზავნილი
უკრაინა: „რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა“
რუსეთი: „უკრაინის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბელგოროდის ოლქში 6 ადამიანი დაიღუპა“
ისრაელის არმიის საჰაერო დარტყმა სამხრეთ ლიბანზე
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: „ომი აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე უნდა დასრულდეს“
ტრამპის დირექტივა პენტაგონს: სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბი შემცირდება
პრეზიდენტი ერდოღანი ტელეკომპანია AL JAZEERA-ს ესაუბრა:
პაპმა ლეო XIV-მ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების მიმართ ისრაელის ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდა
ტრამპმა მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების ხელმოწერის გამო დიდი კმაყოფილება გამოხატა
თურქეთის 17 წლამდე გოგონათა ფრენბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა
თურქეთის ნავთობის მოპოვებამ პირველ 6 თვეში 23,1 მილიონ ბარელს მიაღწია
რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს და სამხედრო ტვირთის გადამზიდ გემს დაარტყა
რუმინეთი: ნატოს გამანადგურებელმა საჰაერო სივრცის დამრღვევი დრონი ჩამოაგდო