ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ალბანეთი TikTok-ს: თქვენ დაბლოკილი ხართ!
ხელისუფლებამ, ახალგაზრდებში ძალადობის წახალისების მოტივით აპლიკაციის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო, ოპოზიციამ kı აკრძალვა არჩევნების წინ პოლიტიკურ ნაბიჯად შეაფასა.
ალბანეთი TikTok-ს: თქვენ დაბლოკილი ხართ!
/ AFP

ალბანეთის ხელისუფლებამ ყველა ინტერნეტ პროვაიდერს ხუთშაბათამდე TikTok-ზე წვდომის დაბლოკვის ბრძანება მისცა.

ელექტრონული და საფოსტო კომუნიკაციების ორგანოს განცხადებით, პროვაიდერებმა აპლიკაციასთან დაკავშირებული IP მისამართები და DNS სერვერები უნდა დაბლოკონ.

პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ TikTok-ის აკრძალვის შესახებ პირველად დეკემბერში განაცხადა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სოციალურ ქსელში დაწყებული კამათი დედაქალაქ ტირანაში, სკოლის მახლობლად ჩხუბში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც 14 წლის მოსწავლე გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი დაიჭრა.

ახალგაზრდების ფავორიტი, დებატების ცენტრში

TikTok-ს, რომელიც ვიდეოების უსასრულო ნაკადს გვთავაზობს, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და განსაკუთრებული პოპულარობა ახალგაზრდებში მოიპოვა.

თუმცა, ჩინეთში დაფუძნებული ეს პლატფორმა მუდმივად დებატების ცენტრშია.

აშშ-ში ჯაშუშობის ბრალდებით სახელგატეხილი TikTok-ი, ევროკავშირის მხრიდანაც გამოძიების ქვეშ არის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატის სასარგებლოდ მანიპულირების ბრალდებით.

ალბანეთში კი ხელისუფლებამ TikTok-ი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ძალადობას, მათ შორის სკოლებში ჩხუბებსაც კი უწყობს ხელს.

ოპოზიციის რეაქცია აკრძალვაზე

ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებამდე TikTok-ის აკრძალვა უარყოფითად იმოქმედებს მათ საარჩევნო კამპანიაზე და აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მოწყობის მოწოდება გააკეთეს.

მთელ მსოფლიოში TikTok-ს ადანაშაულებენ მომხმარებლების დახურული კონტენტის ბუშტებში მოქცევაში, არაგამჭვირვალე ალგორითმის გამოყენებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში დეზინფორმაციის, უკანონო, ძალადობრივი ან უხამსი შინაარსის გავრცელების ხელშეწყობაში.

TikTok სხვადასხვა ვადით აკრძალეს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის პაკისტანში, ნეპალში და საფრანგეთის ახალ კალედონიაში.

მეორე მხრივ, ცნობილია, რომ TikTok-ი ზოგიერთ ქვეყანაში დეზინფორმაციის შემცველი ვიდეოების აღმოსაჩენად ათობით გადამოწმების ორგანიზაციას უხდის.

აღმოაჩინეთ
831 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან 115 ქვეყანაში
ქურთულმუში: თურქეთის ადგილის არაღიარება ევროპაში ხედვის ნაკლებობაა
ტრამპი: ირანის ლიდერთან შეხვედრა შეთანხმების შემთხვევაში „პატივი იქნება“
გამოკითხვა: 36 ქვეყნის უმრავლესობაში ისრაელის შესახებ „უარყოფითი“ განწყობები უფრო გავრცელებულია
ზელენსკი, თურქეთზე მითითებით, პუტინს მოუწოდებს „ნეიტრალურ ქვეყანაში პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ“
აშშ-ის სანქციები კუბის ლიდერ მიგელ დიას-კანელის წინააღმდეგ
პუტინი: კიევი შიდაპოლიტიკური მდგომარეობის გამო კრიზისის მოსაგვარებლად მზად არ არის
თურქეთსა და თურქმენეთს შორის სამთავრობოებსშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომის ოქმი გაფორმდა
ევროკავშირისგან 50 მილიონ ევროზე მეტი მხარდაჭერა სომხეთს.
ისლამური ეკონომიკის მე-3 გლობალური სამიტი გრძელდება
სტუბმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 40 წევრამდე უნდა გაფართოვდეს, თურქეთისა და კანადის ჩათვლით
ტრამპი: „მე არ დავასრულებ ცეცხლის შეწყვეტას, თუ თეირანი ამერიკელ ჯარისკაცებს არ მოკლავს“
ებოლას ეპიდემიის დროს ქალები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან
ჩილეში მკაცრი ეკონომიის ზომების საწინააღმდეგო სტუდენტური პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა
ქუვეითი: ირანის თავდასხმის შედეგად დაზიანებულ საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა