სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყურადღება უნდა გაამახვილონ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისა და რატიფიცირების პროცესზე და აღნიშნა, რომ ეს სომხეთის სახელმწიფოს მდგრადობის (შენარჩუნების) საფუძველს შექმნის.
ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში აღნიშნა: „მომავალ პერიოდში ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისა და რატიფიცირების პროცესზე“.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა დასძინა: „როდესაც ეს მოხდება, შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ სომხეთის სახელმწიფოს მდგრადობას“.

















