ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
ერდოღანი: თურქეთი მიესალმება სირიელების მცდელობას, სირთულეების მიუხედავად აღადგინონ საკუთარი ქვეყანა
ერდოღანი: სირიაში 10 მარტის შეთანხმების შესრულება ავისმოსურნე ძალების გეგმებს ჩაშლის.
ერდოღანი: თურქეთი მიესალმება სირიელების მცდელობას, სირთულეების მიუხედავად აღადგინონ საკუთარი ქვეყანა
თურქეთი და თურქი ერი სრულად უჭერენ მხარს სირიისა და სირიელი ხალხის მცდელობებს აღდგენისა და აღმშენებლობისთვის ყველა საშუალებით, აცხადებს ერდოღანი. / AA
10 დეკემბერი 2025

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი კმაყოფილია იმით, თუ როგორ ცდილობს სირიელი ხალხი სირთულეების მიუხედავად საკუთარი ქვეყნის აღდგენას და აღნიშნა, რომ 10 მარტის შეთანხმების უპრობლემოდ განხორციელება ჩაშლის იმ ბოროტი განზრახვის მქონე აქტორების გეგმებს, რომლებიც სუსტი, დანაწევრებული და არასტაბილური სირიის შენარჩუნებით არიან დაინტერესებული.

სამშაბათს, ანკარაში, ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა თქვა: „გასული ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ კმაყოფილებით ვადევნებთ თვალს სირიელი ხალხის ძალისხმევას, ყველა სირთულისა და ასადის დიქტატურის მიერ დატოვებული ნგრევის მიუხედავად, აღადგინონ საკუთარი ქვეყანა“.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი და თურქი ერი ყველა არსებული საშუალებით უჭერს მხარს სირიისა და სირიელი ხალხის რეკონსტრუქციის, მოძლიერებისა და ფეხზე დადგომის მცდელობებს.

ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ პალესტინელი ჩაგრული ხალხი „იხილავს, თუ როგორ დაგვირგვინდება მათი მოთმინება გამარჯვებით, და რომ თავისუფლება და მშვიდობა დადგება სუვერენულ პალესტინის სახელმწიფოსთან ერთად, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება“.

10 მარტს, სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ აჰმედ შარასა და სირიის დემოკრატიულ ძალებს შორის, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია YPG/PKK აკონტროლებს, შეთანხმება მიღწეულია.

შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ქვეყნის მასშტაბით, ზოგადად განსაზღვრავს
სირიის დემოკრატიულ ძალების სირიის არაბული რესპუბლიკის ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესს, ხაზს უსვამს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და უარყოფს ნებისმიერი სახის სეპარატიზმს.

აღმოაჩინეთ
ტრამპი: „თუ ამას არ გავაკეთებთ, გრენლანდიას რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს“
ხამენეი საპროტესტო აქციებს ეგმობს
რუსეთმა შავ ზღვაში ორ სატვირთო გემზე მიიტანა იერიში, ერთი ადამიანი დაიღუპა
თურქეთისა და სირიის ლიდერებმა სირიის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს
სირიის თავდაცვის სამინისტრომ ალეპოს უბნებში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთის თავდასხმების შედეგად კიევში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა
ალეპოში ძალადობის ესკალაციის ფონზე, ჰაქან ფიდანმა YPG-ს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ერთიან სირიას
სირიამ ალეპოში YPG-ის წინააღმდეგ სპეციალური ოპერაცია დაიწყო; სამოქალაქო მსხვერპლი იზრდება
თურქეთი: ალეპოში ტერორისტული ორგანიზაცია YPG-ის წინააღმდეგ ოპერაციას სირიის არმია აწარმოებს
სანჩესი: ესპანეთი მზად არის პალესტინაში სამშვიდობო ძალები გაგზავნოს
ტრამპმა ICE-ის მიერ ქალის მკვლელობას თავდაცვა უწოდა
თურქეთის ელჩმა აშშ-ში ამერიკელ სენატორთან ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები განიხილა
რუსულმა თავდასხმებმა უკრაინის ორი რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ესპანეთი აცხადებს, რომ ვენესუელის ბუნებრივი რესურსები მის ხალხს ეკუთვნის