ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
შავი ღრუბლები ევროპულ პროექტებზე: თურქეთი შესაძლოა ნატოსთვის მაგალითი გახდეს
გერმანიამ, რომელიც საფრანგეთთან ერთობლივი გამანადგურებელი თვითმფრინავების პროექტიდან გამოვიდა, კიდევ ერთი ცუდი ამბავი სამხედრო გემების შესახებაც მიიღო. ჰოლანდიელი მწარმოებლის პრობლემების გამო, ბერლინის ადმინისტრაცია F-126 პროექტიდანაც გამოვიდა
შავი ღრუბლები ევროპულ პროექტებზე: თურქეთი შესაძლოა ნატოსთვის მაგალითი გახდეს
შავი ღრუბლები ევროპულ პროექტებზე: თურქეთი შესაძლოა ნატოსთვის მაგალითი გახდეს

გერმანიამ, რომელიც საფრანგეთთან ერთობლივი გამანადგურებელი თვითმფრინავების პროექტიდან გამოვიდა, კიდევ ერთი ცუდი ამბავი სამხედრო გემების შესახებაც მიიღო. ჰოლანდიელი მწარმოებლის პრობლემების გამო, ბერლინის ადმინისტრაცია F-126 ფრეგატის პროექტიდანაც გამოვიდა.

ჩინეთის შემდეგ თურქეთი მსოფლიოში ყველაზე მეტ სამხედრო გემს აწარმოებს ერთდროულად და ის შესაძლოა ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის მაგალითი გახდეს.

ევროპის კრიტიკული თავდაცვის ინდუსტრიის პროექტების თავზე შავი ღრუბლები გროვდება... მას შემდეგ, რაც გერმანიამ ცოტა ხნის წინ საფრანგეთთან ერთად დაწყებული ახალი თაობის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამა გააუქმა, ანალოგიური გზა აირჩია სამხედრო გემებთან დაკავშირებითაც.

„გერმანიას სურდა გემი, რომელიც აშშ-ის სისტემებთან იმუშავებდა“

თავდაცვისა და საზღვაო საკითხების ექსპერტმა, ქოზან სელჩუკ ერქანმა განაცხადა, რომ ამ პროექტით გერმანელები მიზნად ისახავდნენ ძალიან განვითარებული გემის შექმნას, რომელიც ამერიკულ სისტემებთან თავსებადი იქნებოდა.

„რა თქმა უნდა, ამ ვითარებამ გაზარდა ხარჯები და შეამცირა გერმანიის სიტყვის უფლება პროექტში. საბოლოოდ, ბერლინის ადმინისტრაციამ ამის გაგრძელება აღარ ისურვა. ისინი ახლა უფრო ნაკლები შესაძლებლობების მქონე, დაბალბიუჯეტიან, მაგრამ საკუთარი წარმოების გემებზე გადაერთვებიან,“ - აღნიშნა ექსპერტმა.

„ევროპული ქვეყნები წინააღმდეგობას უწევენ თურქეთის კარზე დაკაკუნებას“

ამ ეტაპზე თურქეთის პოზიციაც მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, ანკარა ერთდროულად 50-ზე მეტ სამხედრო გემს აშენებს, რომელთაგან 15-ზე მეტი უცხო ქვეყნებისთვის იწარმოება. არსებული მონაცემებით, ჩინეთის შემდეგ თურქეთი მსოფლიოში პირველია იმ სამხედრო გემების რაოდენობით, რომლებიც ერთდროულად მშენებლობის პროცესშია.

კითხვაზე - „შეიძლება თუ არა ეს საგზაო რუკა გახდეს მისაბაძი მოდელი ევროპისა და ნატოს ქვეყნებისთვის?“ - ერქანი პასუხობს: „100%-ით. ჩვენ ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი ვართ, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის, რა და როგორ გააკეთოს სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავების სფეროში. თუმცა, აქ სხვადასხვა პოლიტიკური დინამიკა მოქმედებს.“ ექსპერტი ასე განაგრძობს:

„ევროპელები ცდილობენ მსგავსი მასშტაბური პროექტები საკუთარ წრეში გადაჭრან. თუმცა, საკითხს პოლიტიკური მხარეც აქვს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენი SAFE (ევროპის თავდაცვის ფონდი) ფონდიდან გარიცხვა სურთ, სწორედ ესაა. ამ მოცემულობით, არ ველოდები, რომ ევროპელები თურქეთს მსგავსი მოთხოვნით მიმართავენ - ამას საკუთარ თავს „ვერ აკადრებენ“.

თუმცა, აქ არსებობს ერთი გამონაკლისი. ევროპულ ქვეყნებს სურთ თავდაცვის გაძლიერება, მაგრამ ჯერჯერობით დაბალ სიჩქარეზე არიან - მათ არ სჯერათ, რომ საფრთხე ჯერ კიდევ ძალიან სერიოზულია. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ომის რისკი კიდევ უფრო გაიზარდა, მაშინ საკუთარი პროექტების გამო დროის დაკარგვას აღარ ისურვებენ და შესაძლოა, პირდაპირი შესყიდვისთვის თურქეთს მიმართონ.“

აღმოაჩინეთ
ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ტრამპს უმასპინძლა
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს ანკარის სამიტი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმით დაიწყო
მინისტრი ფიდანი: თურქეთი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური აქტორია
რუტემ ერდოღანს ნატოს სამიტისთვის „შესანიშნავი“ ადგილის გამო მადლობა გადაუხადა
ფიდანი: ერდოღან-ტრამპის კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობა შეამციროს
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
ჩინეთმა სტრატეგიული წყალქვეშა რაკეტის გამოცდა „წარმატებით“ ჩაატარა
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ანკარის პროგრამა ცნობილი გახდა
პრეზიდენტი ერდოღანი კანადის პრემიერ-მინისტრ კარნის ტელეფონით ესაუბრა
ჰაქან ფიდანი: ისრაელი შელახული იმიჯის გამოსასწორებლად ახალ მტერს ეძებს
ივნისის სიცხის ტალღის დროს ევროპელთა ორ მესამედზე მეტისთვის ტემპერატურამ 35°C-ს გადააჭარბა
ისტორიული ზღვარი თავდაცვისა და ავიაციის ექსპორტში
ბელგიის თავდაცვის მინისტრი: „ნატოს თურქეთი სჭირდება“
WMO: El Niño-ს გაძლიერებასთან ერთად ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკის ზრდაა მოსალოდნელი