თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე-მიონის მიწვევით დედაქალაქ სეულში ჩავიდა, ოფიციალური ცერემონიით დახვდნენ.
პრეზიდენტ ერდოღანსა და მის მეუღლეს, ემინე ერდოღანს, პრეზიდენტის სასახლეში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე-მიონი და მისი მეუღლე დახვდნენ.
მას შემდეგ, რაც ერდოღანმა და ლიმ ცერემონიისთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავეს, სამხედრო ორკესტრმა სამხრეთ კორეის სახელმწიფო ჰიმნი და თურქეთის ეროვნული ჰიმნი შეასრულა.
ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტმა ერდოღანმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლიმ ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
შეხვედრის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერი პირისპირ მოლაპარაკებებს შეუდგა.




















