ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ჰეზბოლას ომში ჩართვის შემდეგ, ისრაელმა ლიბანში 31 ადამიანი მოკლა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო: აღნიშნული მონაცემები პირველად დათვლას ეყრდნობა და საბოლოო ციფრებს არ ასახავს.
ჰეზბოლას ომში ჩართვის შემდეგ, ისრაელმა ლიბანში 31 ადამიანი მოკლა
ჰეზბოლას ომში ჩართვის შემდეგ, ისრაელმა ლიბანში 31 ადამიანი მოკლა / Reuters
2 მარტი 2026

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ორშაბათს დილით ისრაელის მიერ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებსა და ლიბანის სამხრეთზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, 149 კი დაშავდა.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ ეს მონაცემები წინასწარია და საბოლოო ციფრებს არ წარმოადგენს.

ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ლიბანში საჰაერო იერიშების სერია დაიწყო და განაცხადა, რომ ეს თავდასხმები იყო „პასუხი ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო ცეცხლზე“.

კვირას ჰეზბოლამ განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შემდეგ ირანის მხარდაჭერა მათი „მოვალეობაა“.

ისრაელის მხრიდან განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა ქმედებებმა კიდევ უფრო გააფართოვა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც მას შემდეგ გამწვავდა, რაც შაბათს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე მიიტანეს იერიში. ჰეზბოლა თეირანის ერთ-ერთი უმთავრესი მოკავშირეა რეგიონში.

ომის დაწყებიდან მოყოლებული 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმრავლესობა (200-ზე მეტი) ირანშია. კონფლიქტის რეგიონული მასშტაბით გავრცელების, საპასუხო დარტყმების, აშშ-ის წინააღმდეგ გამართული პროტესტებისა და მზარდი შეტაკებების შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ისრაელში, 31 - ლიბანში, 3 - აშშ-ში და რამდენიმე ადამიანი - ყურის ქვეყნებში.

2023 წლის ოქტომბერში ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული ტრანსსასაზღვრო თავდასხმისა და მასზე მოყოლილი ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული გენოციდის შემდეგ, ჰეზბოლა ისრაელთან დაპირისპირების გამო დასუსტდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ნოემბერში ისრაელმა და ჰეზბოლამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ისრაელი ლიბანში სხვადასხვა სამიზნეზე დარტყმებს მაინც აგრძელებდა.

გასულ ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის მომხდარი 12-დღიანი ომის დროს, ჰეზბოლას პროცესებში ჩარევა არ მოუხდენია.

აღმოაჩინეთ
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, ნატოს მხარდაჭერა თურქეთისადმი ალიანსის მზადყოფნას გამოცდის
რუსეთმა ბრიანსკზე თავდასხმის შემდეგ უკრაინა და დიდი ბრიტანეთი „ტერორისტულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა
ისრაელმა ომის დაწყებიდან მოყოლებული 6 000-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა 3 400 სამიზნეზე
ესპანეთმა დიპლომატიური დაძაბულობის გაღრმავების გამო ისრაელის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ერდოღანი: ომი უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ის გაიზრდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლში გაახვევს
პეზეშქიანის ვაჟის თქმით, ახალი უზენაესი ლიდერი ჭრილობების მიუხედავად „სრულიად ჯანმრთელია“
ტრამპის „არნახული“ მუქარა ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების გამო
ევროკავშირმა ისრაელს უკანონო მოსახლეების „მიუღებელი“ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა
ენერგოკრიზისის შიშის ფონზე, ირანი ნავთობის ინფრასტრუქტურას ისევ უტევს
რუსეთმა განაცხადა, რომ ირანის ქალაქ ისპაჰანში რუსეთის საკონსულო თავდასხმების შედეგად დაზიანდა
პოლიციის განცხადებით შვეიცარიის დასავლეთით ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აფრთხილებს: აშშ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს გამოწვევას უქმნის
აზერბაიჯანი რეგიონული დაძაბულობის ფონზე ირანს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის
თურქეთისა და კატარის თავდაცვის მინისტრებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოება განიხილეს
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ირანს: „თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია“