ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქეთმა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ფერიდუნ სინირლიოღლუს კანდიდატურა წარადგინა
თურქეთმა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ფერიდუნ სინირლიოღლუს კანდიდატურა წარადგინა
თურქეთმა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ფერიდუნ სინირლიოღლუს კანდიდატურა წარადგინა
ფერიდუნ სინირლიოღლუ

თურქეთმა ოფიციალური განაცხადი წარადგინა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამჟამად ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) გენერალური მდივნის, ელჩ ფერიდუნ სინირლიოღლუს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატურის შესახებ.

გაეროში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა აჰმეთ ილდიზმა სააგენტო „ანადოლუსთან“ (AA) საუბრისას აღნიშნა, რომ კანდიდატურის წარდგენის თაობაზე შესაბამისი წერილი გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეს გადასცეს.

ელჩმა ილდიზმა განაცხადა: „ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობისთვის ელჩ სინირლიოღლუს საჭირო კვალიფიკაციის, უნარების, საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილებისა და მისდამი ნდობის გათვალისწინებით, მისი კანდიდატურის წამოყენება მიზანშეწონილად მიიჩნია“.

ილდიზმა აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის არჩევის პროცესში ამ დრომდე შეთანხმებული ერთიანი კანდიდატის არარსებობის გამო, თურქეთმა ორგანიზაციის საქმის გაადვილების მიზნით წარადგინა სინირლიოღლუ. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ ისინი პატივს სცემენ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც მომდევნო კანდიდატი ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონიდან უნდა ყოფილიყო, და სწორედ ამიტომ იცდიდნენ აქამდე.

ელჩმა ილდიზმა ასევე დაამატა, რომ სააპლიკაციო წერილში დეტალურად არის წარმოდგენილი სინირლიოღლუს ბიოგრაფია და ხედვის დოკუმენტი.

გამოცდილი თურქი დიპლომატი ფერიდუნ სინირლიოღლუ, რომელიც 2015 წლის აგვისტო-ნოემბერში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო 2016-2023 წლებში გაეროში თურქეთის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა, ამჟამად ეუთოს გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობს.

აღმოაჩინეთ
კატების ადამიანებთან კნავილის მიზეზი დადგინდა
ევროკავშირის 2027 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება შედგა
ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა 165 ჰა მიწის ჩამორთმევის ბრძანება გასცა
ესპანეთში პროფკავშირებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს
COP31 ანტალიაში იწყება: ლიდერები კლიმატის დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ
პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში მიიღო
Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის თვალთვალში ეჭვმიტანილი ქალი ტაივანში ჰონგ-კონგის პასპორტით შევიდა
ლოს-ანჯელესში ავტომობილის ხალხის მასაში შევარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
დანია უკრაინას სამხედრო და ენერგეტიკულ სფეროებში დაახლოებით 750 მილიონი დოლარის მხარდაჭერას გაუწევს
გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა თურქეთი COP 31-ის ორგანიზებისთვის შეაქო
პრეზიდენტი ერდოღანი: „მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ვაძლიერებთ"
ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს