ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
კორეის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს ქრთამის აღებასა და სახელმწიფო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ
ექვსთვიანი გამოძიების დასრულების შემდეგ, პროკურორებმა განაცხადეს, რომ კიმ კიონ ჰი „კულისებიდან უკანონოდ ერეოდა სახელმწიფო საქმეებში“.
კორეის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს ქრთამის აღებასა და სახელმწიფო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ
კორეის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს ქრთამის აღებასა და სახელმწიფო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ / AP

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორშაბათს სამხრეთ კორეის პროკურატურამ თანამდებობიდან გადაყენებული ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის მეუღლეს, კიმ კიონ ჰის, ექვსთვიანი გამოძიების საფუძველზე ბრალი წაუყენა „სახელმწიფო საქმეებში უკანონო ჩარევის“ გამო.

პროკურორებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ მიიღო 200,000 დოლარზე მეტი ღირებულების ძვირადღირებული ქრთამი, მათ შორის ხელოვნების ნიმუშები, სამკაულები და ხელჩანთა, ასევე მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეების მართვაში.

სააგენტო Yonhap-ის ცნობით, საბოლოო დასკვნების გამოქვეყნებისას სპეციალურმა პროკურორმა მინ ჯუნ-გიმ აღნიშნა, რომ კიმი „კულისებს მიღმა“ მოქმედებდა. სპეციალური პროკურორის მოადგილემ, კიმ ჰიონგ-კუნმა კი განაცხადა: „სპეციალური პროკურატურის გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პრეზიდენტის მეუღლე ჩართული იყო ისეთ ქმედებაში, როგორიცაა საჯარო თანამდებობების გაყიდვა, რაც ისტორიის წიგნებში შევა; იგი საზოგადოების თვალთაგან შორს, კულისებიდან უკანონოდ ერეოდა სახელმწიფო საქმეებში“.

გასულ კვირას კიმს ბრალი დასდეს ბიზნესწრეების წარმომადგენლებისგან ძვირადღირებული საჩუქრების მიღებაში, სახელმწიფო თანამდებობებისა და პოლიტიკური კანდიდატურების სანაცვლოდ. პროკურორების ვარაუდით, ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსებისგან კიმის მიერ მიღებული ქრთამის საერთო რაოდენობამ 377,25 მილიონი ვონი (263,000 აშშ დოლარი) შეადგინა.

გამომძიებლები ფოკუსირებულნი იყვნენ სამ ძირითად საეჭვო მიმართულებაზე: აქციების ფასებით მანიპულირების სქემა, „უფასო კონსულტაციების მიღება“ და „გაერთიანების ეკლესიიდან“ (Unification Church) სარგებლის მიღების ბრალდებები. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ კიმმა „გაერთიანების ეკლესიის“ ლიდერისგან მიიღო Chanel-ის ორი ჩანთა და Graff-ის ყელსაბამი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას გადასცეს ძვირფასი სამკაულები, ცნობილი სამხრეთკორეელი მინიმალისტი მხატვრის, ლი უფანის ნახატი, Dior-ის ხელჩანთა და მაჯის საათი.

ყოფილი პრეზიდენტი იუნი უარყოფს, რომ ამ ტრანზაქციების შესახებ იცოდა, თუმცა პროკურორმა კიმ ჰიონგ-კუნმა აღნიშნა, რომ ეს არის მტკიცება, რომლის დაჯერებაც „ბევრს უჭირს“.

გამოძიების ფარგლებში პროკურორებმა 20 პირი დააკავეს, ხოლო ბრალი ათობით ადამიანს წაუყენეს, მათ შორის კიმსა და მის მეუღლეს. იუნი და კიმი ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან; მათ წინააღმდეგ საქმეები ცალ-ცალკე მიმდინარეობს - შესაბამისად, საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და კორუფციის ბრალდებით.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ კიმი „კანონზე მაღლა იდგა“ და „გაერთიანების ეკლესიასთან“ თანამშრომლობით ცდილობდა დაესუსტებინა „რელიგიისა და სახელმწიფოს კონსტიტუციური გამიჯვნის“ პრინციპი. დეკემბრის დასაწყისში პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 მილიარდი ვონის (1,4 მილიონი დოლარი) ოდენობის ჯარიმა მოითხოვა.

ყოფილმა პირველმა ლედიმ ყველა ბრალდება უარყო, თუმცა საბოლოო სიტყვაში აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები უკიდურესად უსამართლოა, როდესაც ვფიქრობ ჩემს როლსა და პასუხისმგებლობაზე, აშკარაა, რომ ბევრი შეცდომა დავუშვი“.

გასულ დეკემბერში ყოფილმა პრეზიდენტმა იუნმა სამოქალაქო მმართველობის შეჩერების მიზნით ხანმოკლე დროით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რამაც სამხრეთ კორეა პოლიტიკურ ქაოსში ჩააგდო. იუნი მიმდინარე წელს გადააყენეს და ამბოხის ბრალდებით დააკავეს, რასაც იგი უარყოფს. ეს არის პირველი შემთხვევა სამხრეთ კორეაში, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე ერთდროულად არიან დაკავებულები.

სეულის სასამართლო კიმის საქმეზე განაჩენს 28 იანვარს გამოიტანს.

აღმოაჩინეთ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ირანის წინააღმდეგ თავდასხმების შეჩერებას
ჰუსიტები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის კუთვნილი F-15 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რუსეთი: „კოსმოსში შეიარაღების რბოლის თავიდან ასაცილებლად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები“
აშშ-მა და სირიამ ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი საგარეო საქმეთა მინისტრ ფიდანს შეხვდა
სომალიში თურქეთის მხარდაჭერისთვის მადლიერების გამოხატვის მიზნით დემონსტრაციები გაიმართა
ერდოღანი: „ჩვენი ერი საფრთხეებს ავარიდეთ“
უკრაინა: „რუსეთის არმიამ გასულ ღამეს 200 უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო თავდასხმები განახორციელა“
სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აცხადებს
აშშ-მა პირველად დაადასტურა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა
გუშაგთა კორპუსი: „ჰორმუზის სრუტის დასავლეთით MQ-1 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ“
ნატოს გამანადგურებლებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
იშლება თუ არა დიდი ბრიტანეთი? შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და უელსის ნაბიჯები გამოყოფისკენ
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი 15-16 სექტემბერს აზერბაიჯანს ეწვევა
საბერძნეთში არალეგალი მიგრანტების გადამყვანი ნავის ჩაძირვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 25 დაიკარგა