ისრაელში ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მოსახლეობას პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ეპოქის დასასრულებლად ხმის მიცემისკენ მოუწოდეს.
პარტია „ჩვენი სახლი ისრაელის“ ლიდერმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მოსახლეობას მიმართა: „მიეცით ხმა, რათა დავასრულოთ ნეთანიაჰუს ეპოქა და ჰარედების (ულტრაორთოდოქსი ებრაელების) მმართველობა“.
პარტია „იაშარის“ ლიდერმა გადი აიზენკოტმაც თავის X-ის ანგარიშზე განაცხადა: „ცვლილების განსახორციელებლად და ნეთანიაჰუს შესაცვლელად მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის «იაშარის» გზა“.
აიზენკოტმა აღნიშნა, რომ მისი პარტია ისრაელის უდიდესი პარტია უნდა გახდეს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა გილად კარივმა ასევე დაწერა X-ზე: „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე ჩვენს ბრძოლას დღეს საარჩევნო ყუთებთან გადავიტანთ“.
კარივმა ცვლილებებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე „იმედის 4-წლიანი პერიოდის დასაწყისია“.
ამომრჩევლებისადმი მიმართვისას კარივმა განაცხადა: „მომდევნო საათებში ნეთანიაჰუ და მისი მომხრეები, არჩევნების ჩაშლის მიზნით, ტყუილებისა და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებით ყალბი ამბებითა და გზავნილებით წაგლეკავენ“.
კარივმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამომრჩევლებმა არჩევნებში მაღალი აქტივობა უნდა აჩვენონ.
ისრაელში 120 დეპუტატის გამოსავლენად ხმის მიცემის პროცესი გრძელდება.
არჩევნებში 30-ზე მეტი პარტია და საარჩევნო სია იბრძვის 3,25%-იანი საარჩევნო ბარიერის გადასალახად და პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად.




















