ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავები ვენესუელას მახლობლად - ნავებზე თავდასხმების გამოძიება მძაფრდება
აღნიშნული საწვრთნელი ფრენა იმ ფონზე განხორციელდა, როდესაც აშშ-ის კონგრესი თავდასხმის დაუმუშავებელი (დაუმონტაჟებელი) კადრების ხილვას ითხოვს და ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ვენესუელას მიმართ სამხედრო მანევრებთან დაკავშირებით შეშფოთება იზრდება.
აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავები ვენესუელას მახლობლად - ნავებზე თავდასხმების გამოძიება მძაფრდება
აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავები ვენესუელას მახლობლად - ნავებზე თავდასხმების გამოძიება მძაფრდება / Reuters

აშშ-ის არმიამ ვენესუელას ყურის თავზე ორი საბრძოლო თვითმფრინავი გაუშვა. ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების ყველაზე ახლო მიახლოება ქვეყნის საჰაერო სივრცესთან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაზე ზეწოლის კამპანია დაიწყო.

ფრენებზე დაკვირვების საჯარო ვებგვერდების მონაცემებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ორი F/A-18 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი 30 წუთზე მეტხანს დაფრინავდა ყურის თავზე, რომელიც ვენესუელას მახლობლად მდებარეობს და რომლის სიგანე ყველაზე განიერ წერტილში დაახლოებით 150 მილია.

აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თვითმფრინავებმა რეგიონში „რუტინული საწვრთნელი ფრენა“ შეასრულეს.

ოფიციალურმა პირმა, რომელმაც სენსიტიურ ოპერაციებზე საუბრისას ანონიმურობის დაცვა ისურვა, აღნიშნა, რომ თვითმფრინავები საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდნენ.

ოფიციალურმა პირმა არ დაადასტურა, ჰქონდათ თუ არა თვითმფრინავებს შეიარაღება, თუმცა ფრენა წარსულში ჩატარებულ იმ წვრთნებს შეადარა, რომელთა მიზანიც რეგიონში აშშ-ის წვდომის დემონსტრირება იყო და ხაზი გაუსვა, რომ მას პროვოკაციული მიზანი არ ჰქონია.

აშშ-მა რეგიონში ადრეც განათავსა B-52 Stratofortress-ისა და B-1 Lancer-ის ტიპის ბომბდამშენები, თუმცა არ არსებობს იმის მანიშნებელი, რომ ისინი ვენესუელას ტერიტორიას ისე ახლოს მიუახლოვდნენ, როგორც F/A-18-ები.

ეს ფრენები დროში ემთხვევა აშშ-ის მიერ რეგიონში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო ყოფნის გაფართოებას და კარიბის ზღვასა და წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკების კონტრაბანდაში ეჭვმიტანილ ნავებზე მომაკვდინებელი თავდასხმების სერიას.

ტრამპმა განაცხადა, რომ სახმელეთო თავდასხმები „მალე“ განხორციელდება, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაჟინებით აცხადებს, რომ აშშ-ის ოპერაციების რეალური მიზანი მისი თანამდებობიდან ჩამოშორებაა.

მოთხოვნები გამჭვირვალობის შესახებ

ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის კონგრესში მზარდი გამოძიების წინაშე დგას ნავებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, რომლებსაც სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე დაფიქსირებულ 22 ინციდენტში სულ მცირე 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ თავდასხმებიდან მეორე შემთხვევაში დაიღუპა ორი ადამიანი, რომლებიც პირველი თავდასხმის შემდეგ ნამსხვრევებს შორის გადარჩნენ.

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა სამშაბათს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეტისა და მაღალჩინოსნების მიერ დახურულ კარს მიღმა გამართული ბრიფინგი „ძალიან არადამაკმაყოფილებელი“ იყო და აღნიშნა, რომ კანონმდებლებს არ აქვთ სიცხადე მეორე თავდასხმისა და ამ საკითხზე ადმინისტრაციის სტრატეგიის შესახებ.

შუმერმა აღნიშნა, რომ იკითხა, გადაეცემოდა თუ არა კონგრესის ყველა წევრს ვიდეომასალა, რომელზეც არანაირი რედაქტირება არ განხორციელებულა.

„ამ კითხვაზე პასუხი იყო: ‘ეს უნდა შევისწავლოთ’. ჩემი აზრით, მათ ეს უკვე საკმარისად დიდხანს სწავლობდნენ,“ - განაცხადა შუმერმა.

მანამდე შუმერმა ვენესუელაში სახმელეთო ომში ჩართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

პლატფორმა Flightradar24-მა განაცხადა, რომ ინციდენტის დროს ყველაზე მეტად დაკვირვებადი ფრენები სწორედ F/A-18-ებს ეკუთვნოდათ.

ვენესუელა ამტკიცებს, რომ ყურე მისი ეროვნული ტერიტორიის ნაწილია, თუმცა ამ პოზიციას აშშ-ის სამართლის ექსპერტები და სამხედროები ათწლეულებია უარყოფენ.

აღმოაჩინეთ
ტრამპი სი ძინპინთან „ძალიან ნაყოფიერი“ შეხვედრის იმედს გამოთქვამს
ერდოღანი: „თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ფართო ფრენების ქსელის მქონე ქვეყნად ვაქციეთ“
თურქეთის დიდი დარტყმა ისრაელთან დაკავშირებულ ქსელზე: დაკავებულია 175 პირი
ირანმა განაცხადა, რომ დარტყმა მიაყენა ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს ჰორმუზის სრუტეში
ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში აშშ-ის ბაზის შექმნის საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
არაღჩი: „დღეს მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს სტრატეგიულ ბალანსს“
თურქეთმა დაგმო ჰუსიტების მიერ მექას მიმართულებით განხორციელებული თავდასხმა
HÜRKUŞ-II, სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის გადაცემული პირველი ადგილობრივი წარმოების თვითმფრინავი იქნება
ანგარიში: „47 წელიწადში გრენლანდიასა და ანტარქტიდაში 12,5 ტრილიონი ტონა ყინული დადნა“
ფიდანი: „ჩვენს რეგიონში თურქეთი და აზერბაიჯანი სტაბილურობის ორ კუნძულს წარმოადგენს“
Bayraktar-ის კუთვნილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა AKINCI-მ საჰაერო სამიზნე SUNGUR-ით გაანადგურა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანმა საბერძნეთთან ურთიერთობები შეაფასა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ირანის წინააღმდეგ თავდასხმების შეჩერებას
ჰუსიტები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის კუთვნილი F-15 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რუსეთი: „კოსმოსში შეიარაღების რბოლის თავიდან ასაცილებლად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები“