ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „თურქეთში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართება“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად ყველა დიპლომატიური შესაძლებლობის გამოყენებაზე მუშაობენ და აღნიშნა: „თურქეთში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართება“.
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „თურქეთში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართება“
ზელენსკი

ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში რუსეთ-უკრაინის ომში განვითარებული ბოლო მოვლენები შეაფასა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ გრძელდება მუშაობა ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის შედეგების აღმოსაფხვრელად, რაც უკრაინის სხვადასხვა რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული არმიის საჰაერო დარტყმებმა გამოიწვია.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აგრძელებენ მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ შორი მოქმედების იარაღით თავდასხმების გასაზრდელად.

ხაზი გაუსვა რა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობას, ზელენსკიმ განაცხადა:

„უახლოეს მომავალში ახალ გადაწყვეტილებებს ვამზადებთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც რეალურად გვიჭერს მხარს. თურქეთში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართება. გარდა ამისა, ვმუშაობთ ყველა არსებული დიპლომატიური შესაძლებლობის რეალიზებაზე. ვვარაუდობთ, რომ ნოემბერში შევძლებთ იმ ფორმატების მიღწევას, რომლებზეც დიდი ხანია მსჯელობა მიმდინარეობს.“

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონოდ ანექსირებულ ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში მიმდინარე ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

აღმოაჩინეთ
კატების ადამიანებთან კნავილის მიზეზი დადგინდა
ევროკავშირის 2027 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება შედგა
ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა 165 ჰა მიწის ჩამორთმევის ბრძანება გასცა
ესპანეთში პროფკავშირებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს
COP31 ანტალიაში იწყება: ლიდერები კლიმატის დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ
პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში მიიღო
Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის თვალთვალში ეჭვმიტანილი ქალი ტაივანში ჰონგ-კონგის პასპორტით შევიდა
ლოს-ანჯელესში ავტომობილის ხალხის მასაში შევარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
დანია უკრაინას სამხედრო და ენერგეტიკულ სფეროებში დაახლოებით 750 მილიონი დოლარის მხარდაჭერას გაუწევს
გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა თურქეთი COP 31-ის ორგანიზებისთვის შეაქო
პრეზიდენტი ერდოღანი: „მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ვაძლიერებთ"
ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს