პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და კატარის ემირის, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის დოლმაბაჰჩეს ოფისში პირისპირ და დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტ ერდოღანისა და კატარის ემირ ალ-თანის თანდასწრებით, თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მე-12 სხდომის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის 5 შეთანხმებას მოეწერა ხელი.
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის „მომხმარებლის დაცვის, ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს“ ხელი მოაწერეს ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლათმა და კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, შეიხ ფაისალ ბინ თანი ბინ ფაისალ ალ-თანიმ.
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის „განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა და კატარის სახელმწიფო მინისტრმა, დოქტორ მუჰამედ ბინ აბდულაზიზ ალ-ხულაიფიმ.
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის „მშვიდობის, შერიგებისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს“ ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა და კატარის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ.
თურქეთის რესპუბლიკასა და კატარის სახელმწიფოს შორის „უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მეთორმეტე სხდომის ერთობლივ განცხადებას“ ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა და კატარის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ალ-თანიმ.
თურქეთის რესპუბლიკასა და კატარის სახელმწიფოს შორის „ურთიერთთავდაცვის შესახებ შეთანხმებას“ კი ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა ერდოღანმა და კატარის ემირმა ალ-თანიმ.























