ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქეთი მიესალმება ღაზის ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც "დიდი ხანია ელიან"
ანკარამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტა, თავიდან აიცილოს ძალადობა და მხარი დაუჭიროს ღაზის აღდგენის მცდელობებს.
თურქეთი მიესალმება ღაზის ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც "დიდი ხანია ელიან"
თურქეთი მიესალმება ღაზის ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც "დიდი ხანია ელიან" / Reuters
24 ოქტომბერი 2025

თურქეთი მიესალმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც დიდი ხანია ელიან, და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, დაიცვას მყიფე ზავი ომით განადგურებულ რეგიონში და მხარი დაუჭიროს ჰუმანიტარულ დახმარებასა და აღდგენით სამუშაოებს.

ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს პალესტინის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის გაეროში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ასლი გიუვენმა განაცხადა: „თურქეთი მიესალმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას და მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულ და დაუყოვნებლივ შესრულებას“.

„როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ დიდი ხნის ნანატრი და ძნელად მოპოვებული ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ ფასად შენარჩუნება“, - დასძინა გიუვენმა.

მან ისაუბრა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და პალესტინის ტერიტორიების მიმტაცებელი ისრაელელბის ძალადობის აღკვეთის აუცილებლობაზე და გააკეთა გაფრთხილება: „ისრაელის თავდასხმები და დესტაბილიზაციის პოლიტიკა ლიბანის, სირიისა და მთელი რეგიონის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს“.

„ახლო აღმოსავლეთს აღარ შეუძლია ომის მუდმივი ციკლის ატანა. კონფლიქტები უნდა გადაწყდეს დიპლომატიური ჩართულობითა და მოლაპარაკებებით და არა ძალის გამოყენებით“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა.

გიუვენმა აღნიშნა, რომ მეორე პრიორიტეტია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება და „აღდგენითი სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყება, გაეროს შესაბამის ორგანიზაციებთან, მათ შორის UNWRA-სთან მჭიდრო კოორდინაციაში“.

აღმოაჩინეთ
კანცლერმა მერცმა ნეთანიაჰუ ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს „ნაწილობრივი ანექსიის“ შესახებ გააფრთხილა
რუსეთსა და უკრაინას შორის სააღდგომო ზავი დასრულდა
ანტალიის მეხუთე დიპლომატიური ფორუმი აპრილის მეორე ნახევარში გაიმართება
ერდოღანმა და მაკრონმა ირანში ცეცხლის შეწყვეტის, ლიბანისა და ღაზის შესახებ ისაუბრეს
ვენსი: პაკისტანში გამართული 21-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად აშშ-ირანის შეთანხმება არ შედგა
აშშ-ის დაზვერვის თანახმად, ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას გეგმავს
გალიბაფი და არაღჩი პაკისტანში არიან; ვენსი ისლამაბადში ისტორიული მოლაპარაკებებისთვის მიემგზავრება
აშშ გაიყვანს ჯარებს ნატოს იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ირანთან ომს
მელანია ტრამპი აცხადებს, რომ პედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან არანაირი კავშირი არ აქვს
რუსეთმა უკრაინასთან მართლმადიდებლური აღდგომის გამო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
Artemis-ის ეკიპაჟი მთვარის გარშემო ფრენის შემდეგ წყნარ ოკეანეში ეშვება
თურქეთი: ნატომ ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს სტრუქტურული ომის გამოწვევებთან გასამკლავებლად
ტრამპის გაფრთხილება, რომ აშშ დარჩება ირანში და გარშემო, სანამ „ნამდვილი შეთანხმება“ არ შევა ძალაში
გუტერეშმა ლიბანში ისრაელის თავდასხმები დაგმო
ირანი: „10-პუნქტიანი შეთანხმების საკვანძო პუნქტები სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე დაირღვა“