ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელის თავდასხმა ღაზის ფლოტილიაზე „ტერორისტული აქტია“
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გლობალური სუმუდის ფლოტილიაზე, თავდასხმა მიუთითებს იმაზე, რომ ნეთანიაჰუს „გენოციდური, მილიტარისტული პოლიტიკა“ არ შემოიფარგლება მხოლოდ პალესტინელებით.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელის თავდასხმა ღაზის ფლოტილიაზე „ტერორისტული აქტია“
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო / TRT World and Agencies

თურქეთმა დაგმო ისრაელის ქმედება, რომელიც მიმართული იყო გლობალური სუმუდის ფლოტილიის, წინააღმდეგ, რომელიც ცდილობდა დახმარების მიწოდებას ღაზასთვის, და ამას უწოდა „ტერორისტული აქტი“, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეში აყენებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა: „მშვიდობიანი მიზნებით მოქმედი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ეს თავდასხმა, რომელიც ძალადობის გარეშე მიმდინარეობდა, არის იმის მტკიცებულება, რომ გენოციდური ნეთანიაჰუს მთავრობის ფაშისტური და მილიტარისტული პოლიტიკა, რომელიც ღაზას შიმშილობისთვის იმეტებს, არ შემოიფარგლება მხოლოდ პალესტინელებით და მიმართულია ყველას წინააღმდეგ, ვინც ისრაელის მიერ განხორციელებულ ჩაგვრას ებრძვის.“

განცხადებაში ასევე ნათქვამია: „დაუყოვნებლივ დაწყებულია ყველა საჭირო ზომა ისრაელის ძალების მიერ დაკავებული ჩვენი მოქალაქეებისა და სხვა მგზავრების გასათავისუფლებლად.“

გლობალური სუმუდის ფლოტილიის დელეგაციის პასუხი

გლობალური სუმუდის ფლოტილიის თურქეთის დელეგაციამ ასევე დაგმო ისრაელის „უკანონო თავდასხმა საერთაშორისო წყლებში უიარაღო ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებზე.“

დელეგაციამ განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელის ჯარისკაცები უკანონოდ ჩასხდნენ Alma, Sirius და Adara გემებზე დაახლოებით 20:30 საათზე ადგილობრივი დროით, განზრახ ჩაშალეს გემების კომუნიკაცია და ხელი შეუშალეს დახმარების თხოვნის გაგზავნას.

„მიუხედავად იმისა, რომ მრავალ გემზე მოხდა ჩარევა, გლობალური სუმუდის ფლოტილია კვლავაც ღაზის სანაპიროდან 60 საზღვაო მილის დაშორებით იმყოფება და აგრძელებს მარშრუტს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დელეგაციამ მოუწოდა მთავრობებს, მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, იმოქმედონ გემზე მყოფთა უსაფრთხოებისა და გათავისუფლებისთვის და ყურადღებით აკონტროლონ სიტუაცია.

ფლოტილიის ინციდენტმა წინა პლანზე წამოწია ისრაელის ღაზის ბლოკადა, რომელსაც თურქეთი და სხვა მთავრობები უკანონოდ მიიჩნევენ.

ანკარამ არაერთხელ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, დაიცვას დახმარების კოლონები და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება რეგიონში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თავდასხმა გვიჩვენებს, რომ გენოციდური ნეთანიაჰუს მთავრობის ფაშისტური და მილიტარისტული პოლიტიკა, რომელიც ღაზას შიმშილობისთვის იმეტებს, არ შემოიფარგლება მხოლოდ პალესტინელებით და მიზნად ისახავს ყველას, ვინც ებრძვის ისრაელის მიერ განხორციელებულ ჩაგვრას.        

ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ მოქმედებები კოორდინირებულია სხვა ქვეყნებთან, რომელთა მოქალაქეებიც მონაწილეობენ ფლოტილიაში, და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან.

აღმოაჩინეთ
2019 წელს ლიბიასა და თურქეთს შორის ხელმოწერილი საზღვაო იურისდიქციის მემორანდუმი დამტკიცდა
TRT World ფორუმი 6 და 7 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება
უკრაინა: „ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
თურქეთი, კატარი, პაკისტანი და ინდონეზია თავდაცვის მრეწველობის სფეროში შეთანხმებას გააფორმებენ
სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში საუკეთესოდ“ დასახელდა
ნეთანიაჰუმ ტრამპს ირანთან დაკავშირებით მიმართა: „საქმე ჯერ კიდევ გვაქვს დასასრულებელი“
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“
მინისტრი ფიდანი საუდელ კოლეგას შეხვდა
პალესტინა ისრაელის თავდასხმების სამიზნე მოსწავლეებისთვის საერთაშორისო დაცვას ითხოვს
მაკრონმა განაცხადა, რომ პრეფექტებს ზოგიერთი დემონტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ
ტაილანდში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ბოლო ერთ თვეში 80 ადამიანი დაიღუპა
მილანში ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 160 ადამიანი დააკავეს
რუსეთმა კიევში მეტროს სადგურზე თავდასხმა განახორციელა