ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
გერმანია: ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში „გეოსტრატეგიული პარტნიორი“ თურქეთი უნდა ჩაერთოს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადეფულმა ანკარასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პირობა დადო და განაცხადა, რომ ევროკავშირის 173 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვის შესყიდვების ერთობლივ პროგრამაში თურქეთიც უნდა ჩაერთოს.
გერმანია: ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში „გეოსტრატეგიული პარტნიორი“ თურქეთი უნდა ჩაერთოს
გერმანია: ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში „გეოსტრატეგიული პარტნიორი“ თურქეთი უნდა ჩაერთოს / AP

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს ხანგრძლივი და სანდო მოკავშირეა და ის ევროკავშირის თავდაცვის ახალ პროგრამებში უნდა ჩაერთოს.

ვადეფულმა პარასკევს ბერლინში თავის თურქ კოლეგასთან, ჰაქან ფიდანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთს მნიშვნელოვან „გეოსტრატეგიულ პარტნიორად“ მიიჩნევენ და ურთიერთობებში „ახალი ფურცლის“ გადაშლა სურთ.

ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით შექმნილ 150 მილიარდი ევროს (173 მილიარდი დოლარი) ღირებულების თავდაცვის შესყიდვების ერთობლივ პროგრამაზე მითითებით, მან განაცხადა: „მტკიცედ მჯერა, რომ ევროკავშირის SAFE პროგრამა ნატოს ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორებისთვის, როგორიცაა თურქეთი და გაერთიანებული სამეფო, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს“.

ვადეფულმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დასძინა: „როგორც ადრეც აღვნიშნე, თურქეთი ნატოს ყოველთვის ძალიან სანდო და სტაბილური პარტნიორი იყო. როგორც გერმანიის მთავრობა, ჩვენ ვცდილობთ ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ და, განსაკუთრებით, უსაფრთხოების განზომილება გავაძლიეროთ“.

უფრო მჭიდრო კავშირები ნატოს მოკავშირეებსა და თურქეთს შორის

სექტემბერში ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემაც გამოთქვა მხარდაჭერა თურქეთის მონაწილეობის მიმართ ევროკავშირის შეიარაღების პროგრამა SAFE-ში.

ევროკავშირის ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე რუტემ განაცხადა, რომ თურქეთის ჩართვა SAFE პროგრამაში გააძლიერებს როგორც ევროპულ თავდაცვით თანამშრომლობას, ისე ნატოსთან თავსებადობას.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის სამხედრო შესაძლებლობები მას ევროპისთვის უსაფრთხოების სფეროში შეუცვლელ აქტორად აქცევს.

პროგრამა SAFE, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა მაისში მიიღეს, გადაუდებელი თავდაცვითი შესყიდვების დასაჩქარებლად კონკურენტული პირობებით გრძელვადიან სესხებს უზრუნველყოფს.

ეს პროგრამა ევროკომისიის გეგმის „ReArm Europe / Readiness 2030“-ის ნაწილია და თავდაცვის ხარჯებისთვის 800 მილიარდ ევროზე (924 მილიარდ დოლარზე) მეტი რესურსის მობილიზებას ისახავს მიზნად.

მართალია, სესხები მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე გაიცემა, მაგრამ პროგრამის ფარგლებში ერთობლივ შესყიდვებში მონაწილეობის უფლება უკრაინასა და EEA-EFTA-ს (ევროპის ეკონომიკური ზონა - თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია) ქვეყნებსაც ექნებათ.

აღმოაჩინეთ
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა იზრდება: 5 119 დაღუპული
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
ირანმა აშშ-ის ბაზებს შვიდი ღამის განმავლობაში მიმდინარე თავდასხმების შემდეგ უპასუხა
ვაშინგტონში თურქეთ-აშშ-ის მოლაპარაკებები F-35-ის შესახებ „კონსტრუქციულ“ ატმოსფეროში წარიმართა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ოდესასა და ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ჩავიდა
მინისტრი ფიდანი: „უკრაინაში უაღრესად ნაყოფიერი ვიზიტი განვახორციელეთ“
საგარეო პოლიტიკა 15 ივლისის შემდეგ და თურქეთის მომავლის ხედვა
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული თავდასხმების ბოლო ტალღა დაასრულა
ტრამპი: თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ჩვენ მის ენერგეტიკულ სადგურებსა გავანადგურებთ