ნატოს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლება, რომელიც 13 ოქტომბერს დაიწყება, წელს იტალიის მასპინძლობითა და 17 ქვეყნის მონაწილეობით ჩატარდება.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს სწავლება დიდი ხნის წინ დაგეგმილი და რუტინული სასწავლო ღონისძიებაა, რომელიც წარმოადგენს ნატოს მზადყოფნის შენარჩუნებისა და შეკავებისა და თავდაცვისუნარიანობის ხელშემწყობი პროცედურების გამოცდის ძალისხმევის ნაწილს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეალური იარაღი არ გამოიყენება და სწავლება არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მასში მოყვანილია გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სიტყვები:
„ნატო თავდაცვითი ალიანსია. ეს სწავლება გვეხმარება უზრუნველვყოთ საიმედო, უსაფრთხო, ეფექტური და სანდო შესაძლებლობები მშვიდობის დასაცავად, ზეწოლის აღსაკვეთად და აგრესიის შესაკავებლად. ეს სწავლება ასევე მკაფიო გზავნილია ერთიანობისა და სიმტკიცის შესახებ“.

















