ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი მოჰამედ ისლამი მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავს
გაეროს უშიშროების საბჭომ მანამდე დაიწყო 30-დღიანი პროცესი ევროპის მიერ ბირთვული შეთანხმების დარღვევის შესახებ ბრალდების საფუძველზე, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება თეირანის მიმართ სანქციების არ მოხსნის შესახებ.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ისლამი მოსკოვში მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა, ამის შესახებ რუსეთის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო RIA-მ ინფორმაცია ირანის საელჩოზე დაყრდნობით გაავრცელა.
გასულ თვეს, გაეროს უშიშროების საბჭოს 15-მა წევრმა მიიღო გადაწყვეტილება თეირანის მიმართ სანქციების არ მოხსნის შესახებ, მას შემდეგ, რაც სამმა ევროპულმა ქვეყანამ დაიწყო 30-დღიანი პროცესი სანქციების ხელახლა დასაწესებლად და თეირანი დაადანაშაულა 2015 წლის შეთანხმების შეუსრულებლობაში, რომლის მიზანი იყო თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პრევენცია.
ირანი ამტკიცებს, რომ ბირთვული იარაღის შექმნის განზრახვა არ აქვს, ხოლო რუსეთი აცხადებს, რომ მხარს უჭერს თეირანის უფლებას მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის მიმართ.
RIA-ს არ დაუკონკრეტებია, ვის შეხვდება ისლამი მოსკოვში, რომელიც ირანის პრეზიდენტის მოადგილეც არის.
ირანი შეწყვეტს თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან
მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ უარი თქვა თეირანის მიმართ სანქციების საბოლოო მოხსნაზე, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ შაბათს გამოაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ.
სახელმწიფო ტელევიზიის Press TV-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ირანის უმაღლესმა უსაფრთხოების ორგანომ დაგმო დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის "უგუნური" ნაბიჯები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია.
გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს ვერ შეძლო 2015 წლის ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ირანის წინააღმდეგ სანქციების "დაბრუნების" პრევენციის მიზნით რეზოლუციის მიღება.
ამ თვეში, საბჭოს თავმჯდომარის რანგში სამხრეთ კორეის მიერ წარდგენილი რეზოლუცია მიზნად ისახავდა ირანზე სანქციების მოხსნას იმ დადგენილებით, რომ გაეროს წინა სანქციების რეზოლუციების დებულებები „კვლავ გაუქმებულად ჩაითვლებოდა“.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა, ჩინეთმა, პაკისტანმა და ალჟირმა მხარი დაუჭირეს, ცხრა ხმის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გაიანამ და სამხრეთ კორეამ თავი შეიკავეს, ხოლო გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, დანიამ, სლოვენიამ, სიერა ლეონემ, პანამამ, შეერთებულმა შტატებმა, საბერძნეთმა და სომალიმ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც ცნობილია როგორც E3, იყვნენ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხელმომწერები, რომელიც ზღუდავდა ირანის ბირთვულ საქმიანობას.
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებული შეთანხმების თანახმად, ირანი დათანხმდა ურანის გამდიდრების საქმიანობის შეზღუდვას და საერთაშორისო ინსპექტორებისთვის ბირთვული პროგრამის შემოწმების უფლების მიცემას, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ის მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდა.
E3-მა 28 აგვისტოს გაააქტიურა "snapback"-ის მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების ხელახლა დაწესებას 30 დღის განმავლობაში, გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციის საფუძველზე, თუ ირანი არ შეასრულებდა ვალდებულებებს.