ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქეთმა 15 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა
თურქეთში ახალი რეგულაცია, რომელიც ძალაში 1 ნოემბრიდან შედის, სოციალური ქსელების მომხმარებელთა ასაკის e-Devlet-ის სისტემის მეშვეობით დადასტურებას სავალდებულოს ხდის და პლატფორმებს 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მომსახურების გაწევას უკრძალავს.
თურქეთმა 15 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა
თურქეთმა 15 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა / AA

თურქეთში სოციალური ქსელების მომხმარებელთა ასაკის დადასტურებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია შაბათს ოფიციალურ მაცნეში (Resmi Gazete) გამოქვეყნდა. რეგულაციით სოციალურ პლატფორმებს 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მომსახურების გაწევა აეკრძალათ.

კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეგულაციის თანახმად, ასაკის დადასტურების პროცედურა e-Devlet-ის (ელექტრონული მთავრობის) პორტალის მეშვეობით განხორციელდება.

სოციალური ქსელების პროვაიდერები ვერ მოემსახურებიან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს. ხოლო 15 წელს მიღწეული მომხმარებლების ანგარიშებისთვის შეთავაზებული იქნება ბავშვებზე მორგებული სპეციალური სერვისები, რომლებიც გაითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მის ფიზიკურ, გონებრივ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას.

რეგულაციის ფარგლებში, პლატფორმები ვალდებულნი იქნებიან ბავშვთა ანგარიშებზე ნაგულისხმევ რეჟიმში მკაცრი კონფიდენციალურობის პარამეტრები გამოიყენონ და პროფილები დახურული გახადონ. ამ ანგარიშებზე პირდაპირი ეთერის ჩართვა და პერსონალიზებული რეკლამები დაუშვებელი იქნება.

პლატფორმებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვებმა შეტყობინებები მიიღონ მხოლოდ იმ ანგარიშებიდან, რომლებსაც თავად ადევნებენ თვალს, ხოლო გამომწერთა და გამოწერილთა სიები სხვა მომხმარებლებისთვის დამალული იქნება.

სოციალური მედიის კომპანიები ასევე ვალდებულნი იქნებიან დანერგონ მშობელთა კონტროლის ინსტრუმენტები, რომლებიც მშობლებს საშუალებას მისცემს მართონ შვილების ანგარიშის პარამეტრები, შეზღუდონ გამოყენების დრო და დაადასტურონ ფასიანი ტრანზაქციები.

რეგულაცია ძალაში 1 ნოემბრიდან შევა. არსებული ანგარიშებისთვის ასაკის დადასტურების პროცესი 2027 წლის 31 მარტამდე უნდა დასრულდეს. შემოწმების შედეგად გამოვლენილი 15 წლამდე ასაკის მომხმარებელთა ანგარიშები დაიხურება.

აღმოაჩინეთ
კატების ადამიანებთან კნავილის მიზეზი დადგინდა
ევროკავშირის 2027 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება შედგა
ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა 165 ჰა მიწის ჩამორთმევის ბრძანება გასცა
ესპანეთში პროფკავშირებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს
COP31 ანტალიაში იწყება: ლიდერები კლიმატის დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ
პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში მიიღო
Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის თვალთვალში ეჭვმიტანილი ქალი ტაივანში ჰონგ-კონგის პასპორტით შევიდა
ლოს-ანჯელესში ავტომობილის ხალხის მასაში შევარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
დანია უკრაინას სამხედრო და ენერგეტიკულ სფეროებში დაახლოებით 750 მილიონი დოლარის მხარდაჭერას გაუწევს
გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა თურქეთი COP 31-ის ორგანიზებისთვის შეაქო
პრეზიდენტი ერდოღანი: „მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ვაძლიერებთ"
ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს