ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ისრაელმა ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი უკანონო დასახლების მშენებლობა დაამტკიცა
ფინანსთა მინისტრმა ბეზალელ სმოტრიჩმა მხარი დაუჭირა 3 600 საცხოვრებელი ერთეულისგან შემდგარ განაშენიანების გეგმას. კრიტიკოსების აზრით, ეს გეგმა არღვევს საერთაშორისო სამართალს და მიზნად ისახავს მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების აღკვეთას.
ისრაელმა ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი უკანონო დასახლების მშენებლობა დაამტკიცა
ისრაელმა ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი უკანონო დასახლების მშენებლობა დაამტკიცა / AA

ხუთშაბათს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბეზალელ სმოტრიჩმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში 3 600 საცხოვრებელი ერთეულისგან შემდგარი ახალი უკანონო ებრაული დასახლების შექმნას ითვალისწინებს.

ტელეკომპანია „TV7“-ის ინფორმაციით, დასახლება სახელწოდებით „მიშმარ იეჰუდა“ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში 3 380 დუნამის (835 ჰექტარი) ფართობის მიწაზე აშენდება.

სმოტრიჩმა სოციალურ ქსელ X-ში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს დასახლება იქნება „სტრატეგიული ბაზა იერუსალიმის აღმოსავლეთიდან დასაცავად“ და რეგიონზე კონტროლის განმტკიცების პოლიტიკის ნაწილია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი დასახლება არღვევს საერთაშორისო სამართალს, სმოტრიჩი ამტკიცებს, რომ ის „ათიათასობით საცხოვრებლით უზრუნველყოფს მოსახლეობას“ და „გააძლიერებს იერუსალიმის აღმოსავლეთ პერიმეტრს“.

სმოტრიჩმა განაცხადა, რომ ეს „ისტორიული“ გეგმა ხელს შეუწყობს ისრაელის სუვერენიტეტის განმტკიცებას და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის სახელმწიფოს შექმნის აღკვეთას.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა 12 დეკემბერს დასავლეთ სანაპიროზე 19 უკანონო დასახლების შექმნა, რითაც კიდევ უფრო გაამწვავა ანექსიისკენ მიმართული ზომები.

ისრაელის უფლებადამცველი ჯგუფის „Peace Now“-ს ინფორმაციით, დაახლოებით 500 000 უკანონო ისრაელელი მოსახლე დასავლეთ სანაპიროზე, ხოლო 250 000 ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში არსებულ დასახლებებში ცხოვრობს.

დასავლეთ სანაპიროს გაფართოება და ოფიციალური ანექსია ფაქტობრივად გამორიცხავს გაეროს რეზოლუციებით გათვალისწინებული „ორი სახელმწიფოს“ პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის (ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების თანაარსებობის) განხორციელების შესაძლებლობას.

ისრაელი 1948 წელს პალესტინის ტერიტორიაზე დაარსდა, მოგვიანებით კი დარჩენილი პალესტინური რეგიონების ოკუპაცია მოახდინა. ისრაელის მომდევნო მთავრობებმა უარი თქვეს ტერიტორიების დატოვებაზე და დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნებოდა.

აღმოაჩინეთ
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა