პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ, როგორც თურქეთი, ექსპანსიონისტური ზრახვებით ჩვენს გეოგრაფიაში ცეცხლზე ნავთის დამსხმელთა წინააღმდეგ, მთელი ჩვენი შესაძლებლობებით გულწრფელად ვიბრძვით ამ ცეცხლის ჩასაქრობად, ტკივილის შესამსუბუქებლად და სისხლისღვრის შესაჩერებლად“.
ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ერს მიმართა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ კაბინეტის სხდომაზე განიხილეს შიდა პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან, უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენები, და განაცხადა:
„იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს რეგიონში არასტაბილურობა იზრდება და დაძაბულობის ახალი კერები იჩენს თავს, მთავრობა ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის შენარჩუნებას სტაბილურობისა და განვითარების ორბიტაზე. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარემოს შენარჩუნება თურქეთისთვის მომავალ პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. რა შეხედულების, წარმომავლობის თუ კონფესიისაც არ უნდა იყვნენ, ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს დაცვას ჩვენსავით დიდი გულისყურით ეკიდებიან, და მადლობას ვუხდი ჩვენს ერს გამოჩენილი კეთილგონიერებისთვის. ჩვენ, როგორც თურქეთი, ექსპანსიონისტური ზრახვებით ჩვენს გეოგრაფიაში ცეცხლზე ნავთის დამსხმელთა წინააღმდეგ, მთელი ჩვენი შესაძლებლობებით გულწრფელად ვიბრძვით ამ ცეცხლის ჩასაქრობად, ტკივილის შესამსუბუქებლად და სისხლისღვრის შესაჩერებლად. ბალკანეთიდან დაწყებული თურქულ რესპუბლიკებამდე, სადაც კი ჩვენი მოძმე, თანამემამულე ან მეგობარია, ყველა პლატფორმაზე უმტკიცესად ვიცავთ მათ უფლებებს. ჩვენი მეზობლებიდან დაწყებული, თითქმის ყველა ქვეყანასთან ვცდილობთ მეგობრული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კარგი ურთიერთობების დამყარებას. ამით არ ვკმაყოფილდებით და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებას იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზით, შეზღუდული ურთიერთობები გვქონდა.“



























