ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
აშშ-მა საიმიგრაციო ოპერაციების მხარდასაჭერად ფლორიდაში 200 საზღვაო ქვეითი გაგზავნა
აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები მხარდაჭერას მხოლოდ ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ საკითხებში უზრუნველყოფენ.
აშშ-მა საიმიგრაციო ოპერაციების მხარდასაჭერად ფლორიდაში 200 საზღვაო ქვეითი გაგზავნა
/ AP

ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) საიმიგრაციო ოპერაციების მხარდასაჭერად, ფლორიდის შტატში დაახლოებით 200 საზღვაო ქვეითს გზავნის. ამის შესახებ აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობამ (USNORTHCOM) განცხადება გაავრცელა.

„ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე Marine Corps Air Station New River-დან Marine Wing Support Squadron 272-ეს  200 საზღვაო ქვეითი ფლორიდაში მიემგზავრება ICE-ის შიდა საიმიგრაციო აღსრულების მისიის მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა მიზნად ისახავს ICE-ის მიერ განსაზღვრულ ადგილებში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და ლოგისტიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფას“, — აღნიშნა USNORTHCOM-მა ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში.

„ეს საზღვაო ქვეითები წარმოადგენენ აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობის (USNORTHCOM) მიერ ICE-ის ამ მისიისთვის გაწეული მხარდაჭერის პირველ ტალღას.“

განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარდაჭერა ასევე გაეწევა ლუიზიანასა და ტეხასის შტატებსაც. ასევე, აღინიშნა, რომ საზღვაო ქვეითების მოვალეობები მხოლოდ ადმინისტრაციული და ლოგისტიკური საქმიანობით შემოიფარგლება და მათ ეკრძალებათ პირდაპირი კონტაქტი ICE-ის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირებთან.

არეულობა ლოს-ანჯელესში

ეს განცხადება გაკეთდა კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჯელესში ჩატარებული საიმიგრაციო ოპერაციებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რომელიც ICE-ის აგენტებსა და მომიტინგეებს შორის ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა.

პირველი შეტაკებების შემდეგ, ტრამპმა ლოს-ანჯელესში, აშშ-ის სიდიდით მეორე ქალაქში, ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ქვეითების განლაგების შესახებ განაცხადა. ამ ძალებმა სამოქალაქო პირების დაკავებით ქალაქში დიდი არეულობა გამოიწვიეს.

კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი და ლოს-ანჯელესის მერი კარენ ბასი ლოს-ანჯელესში სამხედრო ძალის გამოყენებას შეეწინააღმდეგნენ და პრეზიდენტი „ლოს-ანჯელესის უკანონო მილიტარიზაციაში“ დაადანაშაულეს.

მოგვიანებით ტრამპმა ICE-ს, დემოკრატების მიერ კონტროლირებად ქალაქებში საიმიგრაციო ოპერაციების გაფართოება დაავალა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ლოს-ანჯელესის არეულობა შესაძლოა სხვა ქალაქებშიც განმეორებულიყო.

აღმოაჩინეთ
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული თავდასხმების ბოლო ტალღა დაასრულა
ტრამპი: თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ჩვენ მის ენერგეტიკულ სადგურებსა გავანადგურებთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები
პრეზიდენტმა ერდოღანმა პაკისტანის თავდაცვისა და სახმელეთო ჯარების სარდალი მუნირი მიიღო
მინისტრი ფიდანი უკრაინის საკითხზე გამართულ მოხალისეთა კოალიციის ლიდერთა სამიტს დაესწრო
ლინდსი გრემის ადგილზე აშშ-ის სენატში მისი და დაინიშნა
პრეზიდენტი ერდოღანი კატარში გაემგზავრება
აშშ-ის თავდასხმები ირანზე გუშინ ღამეც გაგრძელდა