რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო ზარის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ზარს უპასუხებს. „პუტინს მოლაპარაკებებზე უარი არასოდეს უთქვამს“, – აღნიშნა მან.
უშაკოვმა უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთის ტელეარხ „რასიას“ ინტერვიუ მისცა.
უკრაინის საკითხზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას უშაკოვმა განაცხადა: „ამერიკელებთან სამუშაო დონეზე კონტაქტები გვაქვს. ამიტომ ლოგიკურია, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდები სამმხრივ ფორმატში გაიმართოს“.
უშაკოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, შეუძლია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოსკოვში შეხვდეს.
„სხვადასხვა არხის მეშვეობით სიგნალებს გვიგზავნის. თუკი ასე ძალიან სურს შეხვედრა, მობრძანდეს“, – განაცხადა მან.





















