ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
ჩინურმა რეაქტიულმა თვითმფრინავებმა, ხუთშაბათს შენჭენში გასამართ სამმხრივ და ორმხრივ შეხვედრებამდე, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ აშშ-ის ლიდერის დასაფრენ ბილიკზე დახვედრისას საზეიმო გადაფრენა განახორციელეს.
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს ჩინეთში ჩავიდა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტში მონაწილეობის მისაღებად და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან პირველი სამმხრივი შეხვედრის გასამართად. მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე ირანსა და უკრაინაში მიმდინარე ომების ფონზე „გლობალური მშვიდობის“ საკითხი განიხილება.

მოსალოდნელია, რომ ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ შენჭენში ხუთშაბათს დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე დღის წესრიგში დადგება ბირთვული განიარაღების, რუსეთ-უკრაინის ომის, ირანისა და გლობალური ვაჭრობის საკითხები. პეკინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირანსა და უკრაინაში მიმდინარე ომების, ასევე ღაზაზე ისრაელის თავდასხმების გაგრძელების ფონზე, ლიდერები „გლობალურ მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებს“ განიხილავენ.

ხუთშაბათს დილით APEC-ის სამიტზე სამი ლიდერის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრამპი და სი ძინპინი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში პირველად, სამი ლიდერი სამმხრივ შეხვედრაზე შეიკრიბება.

ტრამპმა მანამდე გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „ბირთვულ განიარაღებაზე ვისაუბრებთ“. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად რთულია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებისთვის საკუთარ არსენალზე უარის თქმა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, ლიდერებს „ბევრი რამის მიღწევის შესაძლებლობა აქვთ“.

პუტინთან, კიმთან და კარნისთან შესაძლო შეხვედრები

კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინი და ტრამპი შესაძლოა ოთხშაბათს საღამოს გასამართ გალა-ვახშამზე შეხვდნენ ერთმანეთს და ასევე არ არის გამორიცხული, რომ სამიტის განმავლობაში ერთზე მეტი შეხვედრა გამართონ. რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-თან საუბარში უშაკოვმა აღნიშნა, რომ შეხვედრის ფორმატის მიუხედავად, ორი ლიდერი ყოვლისმომცველ შეფასებას გააკეთებს.

ტრამპი და პუტინი ბოლოს 2025 წლის 15 აგვისტოს აშშ-ის ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის გაერთიანებულ ბაზაზე შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ. მას შემდეგ პუტინი აშშ-ის წარმომადგენლებთან რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებს.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმაც ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში, მოგვიანებით ტრამპს შეხვდება.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონული ტურნეს ფარგლებში შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსაც შეხვდეს და დასძინა: „შესაძლოა“. თუმცა ფხენიანის ხელისუფლებას შესაძლო შეხვედრა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

 

აღმოაჩინეთ
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქი მესხები გაიხსენა
მექის შეთანხმება ძალაში შევიდა
თურქეთმა და კატარმა სტამბოლში ისტორიულ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი
პრეზიდენტ ერდოღანის ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრები COP31-ის ლიდერთა სამიტზე
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში დრონებით თავდასხმა: დაღუპულია 4 ადამიანი
ერდოღანი: COP31-ზე ლიდერთა სიმტკიცე პარიზის შეთანხმებისთვის გამამხნევებელია
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ტყვეების დღემდე ყველაზე დიდ გაცვლას დათანხმდა
ევროკავშირი: „ცხადია, რომ ჩვენი უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის“
აშშ-ში, თეთრი სახლის მახლობლად მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა
მალათიაში ჩამოვარდნილ S-70 ტიპის ვერტმფრენში მყოფი 4 სამხედრო დაიღუპა
თურქეთსა და ჩინეთს შორის15 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა
პრეზიდენტი ერდოღანი ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანს შეხვდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დუბლინში შეხვდნენ
ბარსელონაში საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა
ირანი: „ჰორმუზის სრუტეში 2 სუპერტანკერზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა“