ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპი ტაილანდსა და კამბოჯას შორის საზღვარზე კონფლიქტის შეჩერებას სატელეფონო ზარით შეეცდება
განახლებულმა საომარმა მოქმედებებმა დაარღვია სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც აშშ-ის შუამავლობით იქნა მიღწეული და რომელსაც ოქტომბერში, ტრამპის თანდასწრებით მოეწერა ხელი
ტრამპი ტაილანდსა და კამბოჯას შორის საზღვარზე კონფლიქტის შეჩერებას სატელეფონო ზარით შეეცდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესაუბრება კამბოჯისა და ტაილანდის პრემიერ-მინისტრებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ / Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტაილანდსა და კამბოჯას შორის განახლებული სასაზღვრო შეტაკებების შესაჩერებლად „ერთ სატელეფონო ზარს განახორციელებს“.

პენსილვანიაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა: „უნდა ვთქვა, რომ კამბოჯა-ტაილანდის ინციდენტი დღეს დაიწყო და ხვალ ერთი სატელეფონო ზარის განხორციელება მომიწევს. კიდევ ვის შეუძლია თქვას, რომ „ერთ სატელეფონო ზარს განვახორციელებ და ორ ძალიან ძლიერ ქვეყანას, ტაილანდსა და კამბოჯას შორის ომს შევაჩერებ?“.

მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში შეტაკებები განახლდა, ორივე ქვეყანაში 500 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა. განახლებულმა საომარმა მოქმედებებმა დაარღვია სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც ოქტომბერში კუალა-ლუმპურში, ტრამპის თანდასწრებით მოეწერა ხელი.

მსხვერპლით დასრულებული შეტაკებები ორშაბათს საზღვრის გასწვრივ დაიწყო; ორივე ქვეყნის მთავრობამ ერთმანეთი ივლისში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

კამბოჯის ინფორმაციით, ორშაბათიდან მოყოლებული დაიღუპა ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 46 ადამიანი; ტაილანდმა კი განაცხადა, რომ დაიღუპა მათი ოთხი ჯარისკაცი და დაიჭრა 68.

კამბოჯის სენატის პრეზიდენტმა, ჰუნ სენმა განაცხადა: „კამბოჯას მშვიდობა სურს, მაგრამ იძულებულია, საპასუხო ზომები მიიღოს საკუთარი ტერიტორიების დასაცავად“. მან დაამატა, რომ კამბოჯის ძალებს ორშაბათს ცეცხლი არ გაუხსნიათ, თუმცა ღამის განმავლობაში საპასუხო დარტყმა განახორციელეს.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, ანუტინ ჩარნვირაკულმა სამშაბათს განაცხადა, რომ კამბოჯა მოლაპარაკებებისთვის ბანგკოკს არ დაკავშირებია. „ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია“, — თქვა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციები დაგეგმილისამებრ გაგრძელდება.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა ნოემბრიდან დაიწყო, როდესაც ტაილანდელი ჯარისკაცი ნაღმზე დაიჭრა, რომელიც ბანგკოკის მტკიცებით, კამბოჯის ძალებმა დააყენეს, რასაც ფნომპენი უარყოფს.

ტაილანდსა და კამბოჯას შორის უთანხმოება საუკუნოვან დავას ეფუძნება, რომელიც რეგიონში საფრანგეთის კოლონიური მმართველობის დროს გავლებული საზღვრებიდან იღებს სათავეს; ორივე მხარე აცხადებს, რომ საზღვარზე მდებარე ზოგიერთი ტაძარი მათ ტერიტორიას ეკუთვნის.

აღმოაჩინეთ
ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ტრამპს უმასპინძლა
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს ანკარის სამიტი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმით დაიწყო
მინისტრი ფიდანი: თურქეთი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური აქტორია
რუტემ ერდოღანს ნატოს სამიტისთვის „შესანიშნავი“ ადგილის გამო მადლობა გადაუხადა
ფიდანი: ერდოღან-ტრამპის კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობა შეამციროს
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
ჩინეთმა სტრატეგიული წყალქვეშა რაკეტის გამოცდა „წარმატებით“ ჩაატარა
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ანკარის პროგრამა ცნობილი გახდა
პრეზიდენტი ერდოღანი კანადის პრემიერ-მინისტრ კარნის ტელეფონით ესაუბრა
ჰაქან ფიდანი: ისრაელი შელახული იმიჯის გამოსასწორებლად ახალ მტერს ეძებს
ივნისის სიცხის ტალღის დროს ევროპელთა ორ მესამედზე მეტისთვის ტემპერატურამ 35°C-ს გადააჭარბა
ისტორიული ზღვარი თავდაცვისა და ავიაციის ექსპორტში
ბელგიის თავდაცვის მინისტრი: „ნატოს თურქეთი სჭირდება“
WMO: El Niño-ს გაძლიერებასთან ერთად ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკის ზრდაა მოსალოდნელი