ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთის ახალი თაობის სისტემა BLUEVISION-ი საზღვაო მოძრაობის უსაფრთხოებას ზრდის
Havelsan-ის მიერ შემუშავებული სისტემა BLUEVISION-ი, კომპიუტერული ხედვისა და AIS მონაცემების გაერთიანებით, ზრდის ნავიგაციის უსაფრთხოებას საზღვაო სისტემებში და შეუძლია მცირე ზომის ობიექტების დაფიქსირება.
თურქეთის ახალი თაობის სისტემა BLUEVISION-ი საზღვაო მოძრაობის უსაფრთხოებას ზრდის
თურქეთის ახალი თაობის სისტემა BLUEVISION-ი საზღვაო მოძრაობის უსაფრთხოებას ზრდის / AA

თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, HAVELSAN-ის მიერ შემუშავებული ახალი თაობის სიტუაციური ცნობიერების სისტემა BLUEVISION-ი, ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიებით საზღვაო სამყაროს ტრანსფორმაციას ახდენს.

HAVELSAN-მა თავის პროგრამულ გადაწყვეტილებებს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი დაამატა. BLUEVISION-ი გამიზნულია იმისთვის, რომ მოემსახუროს ფართო სპექტრს — დიდი კომერციული გემებიდან დაწყებული, მდიდრული იახტებით, უპილოტო საზღვაო ხომალდებითა და სამხედრო პლატფორმებით დამთავრებული — და მაქსიმალურად გაზარდოს საზღვაო უსაფრთხოება.

BLUEVISION-ი შემუშავდა, როგორც მოდულური გადაწყვეტილების მხარდაჭერისა და სანავიგაციო დამხმარე პროდუქტი საზღვაო მოძრაობაში სიტუაციური ცნობიერების ასამაღლებლად.

ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ის მხოლოდ კამერის მონაცემებს არ იყენებს; ის აკავშირებს AIS (ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა) სენსორულ მონაცემებს კამერიდან მიღებულ ინფორმაციასთან და ქმნის „უსაფრთხო საზღვაო სურათს“.

სისტემის ყველაზე გამორჩეული თვისებაა ის, რომ მას რეალურ დროში შეუძლია განსაზღვროს მცირე ზომის ნავების, ტივტივებისა და წყალში მყოფი ადამიანების ადგილმდებარეობა, რომლებსაც რადარი ვერ ხედავს ან უჭირს მათი დაფიქსირება.

მოწინავე კომპიუტერულ ხედვასა და ინტელექტუალურ ფუზიურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული BLUEVISION-ი, თავისი მოდულური სტრუქტურით, იოლ ინტეგრაციასაც შესაძლებელს ხდის.

აპარატურულ ნაწილში ის მოიცავს თერმულ და დღის კამერებს, მაღალი დამუშავების სიმძლავრის მქონე ხელოვნური ინტელექტის ბლოკს და სენსორულ საჩვენებელ პანელს.

BLUEVISION-ს აქვს დღისით და ღამით სრული დატვირთვით მუშაობის უნარი და ის ოპერატორს მყისიერ ინფორმაციას აწვდის პირდაპირ ვიდეო ნაკადზე ციფრული მონაცემების ზედდებით.

სისტემა, რომელიც ავტომატურად ახდენს ისეთი ობიექტების კლასიფიკაციას, როგორიცაა გემები, ნავები და ტივტივები, ასევე მაღალი სიზუსტით საზღვრავს მათ გეოგრაფიულ კოორდინატებს.

უზრუნველყოფს დაზვერვასა და მეთვალყურეობას

BLUEVISION-ი ასევე გვთავაზობს „ციფრული გუშაგის“ მიდგომას, რომელიც ოპერატორს ხმოვანი და ვიზუალური გაფრთხილებებით ეხმარება შეჯახების რისკის მქონე სიტუაციებში.

აღნიშნულმა ტექნოლოგიამ უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა კრიტიკულ პლატფორმებზე.

თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში შესულმა SANCAR-ის შეიარაღებულმა უპილოტო საზღვაო ხომალდმა (SİDA), დაიწყო BLUEVISION ტექნოლოგიის გამოყენება ავტონომიურ ნავიგაციასა და სამძებრო-სამაშველო მისიებში.

სისტემა სრულად ინტეგრირებულად მუშაობს HAVELSAN-ის ADVENT საბრძოლო მართვის სისტემასთან და მხარს უჭერს ავტონომიური ნაოსნობის უსაფრთხოებას.

ეს სისტემა ასევე ინტეგრირებულია RAFNAR-ის ტიპის ნავებში VN Maritime-სა და Piloda Shipyard-თან თანამშრომლობით და უკვე ხელმისაწვდომია ეკიპაჟის გამოსაყენებლად კომერციულ კონტეინერმზიდ გემებზეც.

BLUEVISION-ით HAVELSAN უზრუნველყოფს კომპლექსურ გადაწყვეტილებას, რომელიც არა მხოლოდ სტანდარტული სანავიგაციო ხელსაწყოა, არამედ გვთავაზობს სპეციალურ მოდულებს დაზვერვის, მეთვალყურეობისა და რეკოგნოსცირებისთვის (İGK), სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის (SAR) და წყალქვეშა ნავებისთვის პერიოსკოპული მეთვალყურეობისთვისაც კი.

ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც მუდმივად სწავლობს და პროგრამული განახლებების მეშვეობით ერგება ახალ სცენარებს, ზრდის ოპერაციულ ეფექტურობას ზღვებზე ადამიანური შეცდომების მინიმიზაციის გზით.

აღმოაჩინეთ
ჩინეთმა ორბიტაზე 10 თანამგზავრი გაუშვა; მათგან რვა ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი თანამგზავრია
რა არის ფილტვის შავი ჭირი და რამდენად საშიშია ის?
77-ე საერთაშორისო კოსმოსური კონგრესი ანტალიაში დაიწყო
რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის საეჭვო გარდაცვალებამ ეპიდემიის შიში გამოიწვია
ხელოვნური ინტელექტის მოდელები არაინგლისურ და ადამიანებისთვის ბოლომდე გაუგებარ ენას იყენებენ
2026 წელს მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 40% მავნე ოზონის ზემოქმედების ქვეშ მოექცა
OpenAI-სა და Anthropic-ის დირექტორები ავსტრალიაში AI-გამოძიებაზე დაიბარეს
100,000-ზე მეტ ადამიანზე კვლევა ჩატარდა: ძილის ხარისხია მნიშვნელოვანი თუ მისი ხანგრძლივობა?
Hugging Face-ს Nvidia დაახლოებით 13 მილიარდ დოლარად შეიძენს
Bayraktar AKINCI-მ ეროვნული მართვადი კომპლექტებით სამიზნეები ზუსტი დარტყმით გაანადგურა
თურქული თავდაცვის ინდუსტრია მსოფლიო გიგანტებს კონკურენციას უწევს
Turkcell-მა TEKNOFEST Mavi Vatan-ზე დისტანციური რობოტული ქირურგიის ტესტირება ჩაატარა
რაკეტების წარმოებისთვის შესაძლოა თურქეთს მიმართონ
ხელოვნური ინტელექტი ჰაკერებს უპირატესობას ანიჭებს: როგორ დავიცვათ თავი?
კითხვა-პასუხი: 'AI-ი სულ უფრო და უფრო ახლავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც მრჩეველი'
მეცნიერებმა კორონავირუსი და გრიპის მსგავსი ვირუსები ბგერითი ტალღებით გაანადგურეს
AI კომპანიამ Anthropic-მა უარყო პენტაგონის მოთხოვნა უსაფრთხოების ზომების შერბილების შესახებ
თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოკეანეების დაცვის გლობალური შეთანხმების ძალაში შესვლაში
თურქეთის ადგილობრივი წარმოების ბალისტიკურმა რაკეტამ, „ტაიფუნმა“ ტესტირება წარმატებით გაიარა
იაპონელმა მეცნიერებმა მედიცინისა და ქიმიის დარგში ნობელის პრემიები მიიღეს