ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთი 15 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალურ მედიას უკრძალავს
ახალი წესები კრძალავს 15 წლამდე ასაკის ბავშვების რეგისტრაციას პლატფორმებზე და სავალდებულოს ხდის ასაკის გადამოწმების ეფექტიან სისტემებს.
თურქეთი 15 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალურ მედიას უკრძალავს
თურქეთი 15 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალურ მედიას უკრძალავს / Reuters

თურქეთმა აამოქმედა სოციალური მედიის ახალი რეგულაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდა მომხმარებლების ონლაინ დაცვის გაძლიერებას.

ამ რეგულაციებით თურქეთი შეუერთდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრალია და საფრანგეთი, რომლებმაც მსგავსი ზომები მიიღეს. ახალი წესები ფოკუსირებულია უსაფრთხოების ამაღლებაზე, პლატფორმების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და მავნე კონტენტზე უფრო სწრაფ რეაგირებაზე.

ახალი წესების თანახმად, 15 წლამდე ასაკის ბავშვები ვერ შეძლებენ სოციალური მედიის პლატფორმებზე რეგისტრაციას; კომპანიებს მოეთხოვებათ ასაკის გადამოწმების ეფექტიანი სისტემების დანერგვა.

პროვაიდერები ასევე ვალდებულნი იქნებიან, 15 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებლებისთვის შესთავაზონ დიფერენცირებული, ასაკის შესაბამისი სერვისები.

ეტაპობრივი აღსრულების მექანიზმი

რეგულაციებმა შემოიღო მშობელთა კონტროლის უფრო ძლიერი მექანიზმები, რომლებიც საჭიროებს ინსტრუმენტებს ანგარიშის პარამეტრების სამართავად და ეკრანთან გატარებული დროის შესაზღუდად.

სოციალური მედიის კომპანიები ვალდებულნი იქნებიან გადადგან ნაბიჯები შეცდომაში შემყვანი რეკლამის თავიდან ასაცილებლად და ონლაინ რისკების შესამცირებლად.

ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციების დროს, მსხვილ პლატფორმებს მოეთხოვებათ კონტენტის წაშლის ბრძანება ერთ საათში შეასრულონ.

თურქეთში უფრო მკაცრი ვალდებულებები დაეკისრებათ იმ პლატფორმებს, რომლებსაც დღეში 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ.

განმეორებითი დარღვევების თავიდან ასაცილებლად, პლატფორმებმა უნდა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, რათა დაბლოკონ ადრე წაშლილი უკანონო კონტენტის ხელახალი ატვირთვა.

რეგულაციებმა დაადგინა ეტაპობრივი აღსრულების მექანიზმი.

ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პლატფორმას აეკრძალება ახალი რეკლამების განთავსება.

თუ დარღვევები გაგრძელდება, ხელისუფლებას შეეძლება სასამართლოს თანხმობით მოითხოვოს პლატფორმის გამტარუნარიანობის 50%-ით, ხოლო საბოლოოდ 90%-მდე შემცირება.

რეგულაციები შეეხო სათამაშო პლატფორმებსაც; აიკრძალება თამაშები, რომლებსაც არ ექნებათ სათანადო ასაკობრივი რეიტინგი.

უცხოურ სათამაშო პლატფორმებს, რომლებსაც დღეში 100,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ, ქვეყანაში იურიდიული წარმომადგენლის დანიშვნა მოუწევთ.

რეგულაცია მიზნად ისახავს უფრო უსაფრთხო და გამჭვირვალე ციფრული გარემოს შექმნას; წესები ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.

აღმოაჩინეთ
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
„TEKNOFEST Mavi Vatan 2026“ დღეს იწყება
ქეჩელის განცხადება საბერძნეთის განახლებადი ენერგიის ჩარჩო-გეგმის შესახებ