ალ-ბირუნი, ისლამის „უნივერსალური გენიოსის" ოქროს ხანა
ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 3 წუთი
ალ-ბირუნი, ისლამის „უნივერსალური გენიოსის" ოქროს ხანამან მათემატიკა აიყვანა იმ დონემდე, სადაც იგი იცავდა და ავსებდა ბუნების კანონებს.
00:00
ალ-ბირუნი, ისლამის "უნივერსალური გენიოსის" ოქროს ხანა / TRT georgian

დედამიწის რადიუსის გამოთვლა ათასზე მეტი წლის წინ უდიდეს წარმოსახვასა და ტალანტს მოითხოვდა. სწორედ აბუ რეიჰან ალ-ბირუნმა, მე-10 საუკუნის გამოჩენილმა მუსლიმმა მათემატიკოსმა, ტრიგონომეტრიისა და ალგებრის გამოყენებით შეძლო ამ რთული რიცხვითი ამოცანის გადაჭრა.

ბირუნის სამეცნიერო მემკვიდრეობამ საუკუნეების მანძილზე შთააგონა მეცნიერები და მათემატიკოსები, და მისი სახელი დღემდე პატივისცემით სარგებლობს.

1975 წელს ცნობილმა ტაჯიკელმა აკადემიკოსმა, ბობოჯონ გაფუროვმა, ბირუნი აღწერა როგორც უნივერსალური გენიოსი, რომელიც იმდენად წინ იყო თავის დროზე, რომ მისი ყველაზე ბრწყინვალე აღმოჩენები გაუგებარი იყო მისი დროის მეცნიერთა უმრავლესობისთვის. მეცნიერების ისტორიის დარგის დამფუძნებელმა, ჯორჯ სარტონმა, მე-11 საუკუნეს უწოდა „ბირუნის ხანა".

ბირუნი მსოფლიოს სამეცნიერო და მათემატიკური ცოდნის არაბულ ენაზე თარგმნის პერიოდში დაიბადა. როცა გაიზარდა, გაეცნო სხვადასხვა ცივილიზაციებისა და საუკუნეების მიერ შემუშავებულ კონცეფციებს. ბაბილონელების სამეცნიერო ლიტერატურიდან რომაელებისა და უძველესი ინდური ასტროლოგიური ტექსტებიდან, ბირუნი ყველაფერს სწავლობდა. ისლამის ოქროს ხანის სხვა მუსლიმი მეცნიერებივით, მას სწრაფვა ჰქონდა ცოდნისკენ.

თურქი პროფესორის, ფუათ სეზგინის თქმით, ინტელექტუალური დებატები გაიმართა 27 წლის ბირუნსა და 18 წლის იბნ სინას შორის. ამ ორ გამორჩეული გონების მქონე პიროვნებებმა დაწვრილებით იმსჯელეს სინათლის გავრცელებისა და მისი გაზომვის შესახებ. სეზგინმა, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა, დაასკვნა, რომ იმ დებატების ხარისხი იშვიათი იყო და დღესაც ალბათ არ არსებობს.

ბირუნი ასევე იყო სახელმწიფო რადიუსის გაზომვის პიონერი. მან პირველად გაზომა ერთ-ერთი გორაკის სიმაღლე ნანდანას ციხესიმაღლის მახლობლად, დღევანდელი პაკისტანის პუნჯაბის პროვინციაში. შემდეგ ავიდა გორაკზე და გაზომა ჰორიზონტი. ტრიგონომეტრიული და ალგებრული განტოლებების გამოყენებით, მან მიიღო 3928.77 ინგლისური მილის ტოლი მნიშვნელობა, რაც დღევანდელ დედამიწის რადიუსთან დაახლოებით 99 პროცენტით ახლოა.

ბირუნმა ასევე იფიქრა დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის შესაძლებლობაზე, რაც იმ დროის პოლიმათებისთვის გაუგებარი იყო. მან შექმნა ასტრონომიული ინსტრუმენტები, აღწერა დედამიწის ბრუნვა ღერძზე, გააკეთა სიგანისა და გრძედის სიზუსტით გაზომვა.

ბირუნი აკვირდებოდა 1019 წლის 8 აპრილის მზის დაბნელებას და 1019 წლის 17 სექტემბრის მთვარის დაბნელებას. პირველი მან ნახა ლამგანში, მთებით გარშემორტყმულ ხეობაში ქალაქ ყანდაჰარსა და ქაბულს შორის. მან დაწერა; „მზის ამოსვლისას დავინახეთ, რომ მზის დაახლოებით მესამედი დაბნელდა და დაბნელება ნელ-ნელა იკლებდა“.

ბირუნის ფიზიკაში შეტანილი წვლილი მოიცავდა მუშაობას მოწყვლად ელემენტებსა და ნივთიერებებზე, მრავალი მეტალისა და ძვირფასი ქვის კონკრეტული წონის დადგენას. მან იმუშავა კუთხეებსა და ტრიგონომეტრიაზე, შეისწავლა ჩრდილები.

ბირუნი დაიბადა ქათთში, ხვარეზმში, დასავლეთ ცენტრალურ აზიაში, 973-1048 წლებში. ახალგაზრდა ასაკში დატოვა მშობლიური ქალაქი, იხეტიალა სპარსეთსა და უზბეკეთში. მაჰმუდ ღაზნელის დაპყრობის შემდეგ გადავიდა ღაზნაში, რომელიც იმ დროს ღაზნელიანთა დინასტიის დედაქალაქი იყო.

სულთანმა მაჰმუდ ღაზნაელმა ბირუნი რამდენჯერმე წაიყვანა ინდოეთში. მან იქ 20 წლის მანძილზე იმოგზაურა, შეისწავლა ჰინდური ფილოსოფია, მათემატიკა, გეოგრაფია და რელიგია, ხოლო პუნდიტებს სანაცვლოდ ასწავლა ბერძნული და მუსლიმური მეცნიერებები.

ბირუნი არასოდეს არ იყენებდა თავის მუშაობას სახელის, ავტორიტეტის ან მატერიალური სიკეთის მოსაპოვებლად. როდესაც სულთან მასუდმა გაუგზავნა სამი აქლემის ტვირთი ვერცხლის მონეტებისა მისი ენციკლოპედიური ნაშრომის „ალ-ყანუნ ალ-მასუდის" შეფასებისთვის, ბირუნმა თავაზიანად დაუბრუნა სამეფო საჩუქარი და შეუთვალა: „მე ვემსახურები ცოდნას ცოდნის გულისთვის და არა ფულისთვის."

აღმოაჩინეთ
სტამბოლის აეროპორტმა ევროპის მწვერვალზე ადგილი შეინარჩუნა
თურქეთმა და კიდევ 7-მა ქვეყანამ პალესტინელების გადასახლების შესახებ ისრაელის გეგმები დაგმეს
უიტეკერმა განაცხადა, რომ ნატო მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს არ შეეგუება
კრემლი: „პუტინმა აშშ-ის წარმომადგენლებთან „უკიდურესად ღია“ მოლაპარაკებები გამართა“
ერდოღანი: თურქეთი ირან-აშშ-ის დაძაბულობის დასასრულებლად ძალისხმევას არ იშურებს
ისრაელის გაზეთმა ვალების მქონე ამერიკელებისთვის ირანში შეჭრის გეგმა წამოაყენა
ევროკავშირი: „ჩვენ უარვყოფთ ღაზაში დემოგრაფიული ან ტერიტორიული ცვლილებების განხორციელებას“
Hugging Face-ს Nvidia დაახლოებით 13 მილიარდ დოლარად შეიძენს
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“
თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი ათენში ბერძენ კოლეგას შეხვდა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრები ფრენბურთში ნახევარფინალში გავიდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: „სირიისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“
ფაშინიანი: „თუ რუსეთი ბაზას გაიყვანს, წინააღმდეგი არ ვიქნებით“