ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
საავადმყოფოში გადაყვანილი მრავალი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება / Reuters

ჰონგ-კონგის ტაი პოს რაიონში, რვა შენობისგან შემდგარ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად მსხვერპლი 44-მდე გაიზარდა, ხოლო 279 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

South China Morning Post-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ზრდას განაგრძობს.

ხანძარი ოთხშაბათს შუადღისას, 1 900-ზე მეტი ბინის მქონე კომპლექსში გაჩნდა და სარემონტო სამუშაოებისთვის ფასადზე დამონტაჟებული ბამბუკის ხარაჩოების გამო სწრაფად გავრცელდა.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის 44 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ერთი მეხანძრე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულებიდან 45-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც სავარაუდოდ 4 000 ადამიანი ცხოვრობს, ცეცხლი შვიდ შენობას მოედო. აქედან სამში ხანძარი ლოკალიზებულია, ოთხ შენობაში კი ისევ გრძელდება.

იუწყებიან, რომ სულ 279 ადამიანია დაკარგული და ხანძრის ჩაქრობას სახანძრო სამსახურის 26 ბრიგადა ცდილობს.

პოლიციამ სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი სამშენებლო კომპანიის ორი ხელმძღვანელი და ერთი ინჟინერ-კონსულტანტი „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის“ ბრალდებით დააკავა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სარემონტო სამუშაოებისთვის დამონტაჟებულმა ბამბუკის ხარაჩოებმა და ფანჯრების დასაფარად გამოყენებულმა ქაფპლასტის მასალებმა ხანძრის სწრაფ გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

პოლიციის მთავარმა კომისარმა, ეილინ ჩუნგ ლაი-იმ განაცხადა: „გვაქვს ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა კომპანიის პასუხისმგებელი პირების მძიმე დაუდევრობას, რამაც ხანძრის სწრაფი გავრცელება და მრავალი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.

უჩვეულოდ სწრაფად გავრცელებული ხანძარი

ჰონგ-კონგის უსაფრთხოების მდივანმა, კრის ტანგმა განაცხადა, რომ პირველადი გამოძიების მიხედვით, ხანძრის გავრცელების სიჩქარე უჩვეულო იყო, რაც დიდწილად ქაფის საიზოლაციო მასალას უკავშირდება.

ტანგმა დასძინა: „დავადგინეთ, რომ შენობის კედლების მოსაპირკეთებელმა მასალამ, ხარაჩოების გარშემო არსებულმა ბადეებმა და წყალგაუმტარმა ბრეზენტმა, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამის მასალებთან შედარებით, ცეცხლის ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება გამოიწვია“.

ჰონგ-კონგში, 17 წლის განმავლობაში პირველად, ხანძრის საშიშროების ხუთბალიან შკალაზე უმაღლესი - მე-5 დონე გამოცხადდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ევაკუირებულია ორი მეზობელი საცხოვრებელი კომპლექსიც, ხოლო ხანძრით დაზარალებული დაახლოებით 900 მაცხოვრებელი რვა დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 140-ზე მეტი სახანძრო მანქანა და საგანგებო სიტუაციებისა და სახანძრო სამსახურის 800-ზე მეტი თანამშრომელი.

ტრანსპორტის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ხანძრის გამო მიმდებარე გზები გადაკეტილია.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჰონგ-კონგის მთავრობას სამძიმარი გამოუცხადა და პეკინში არსებულ ჰონგ-კონგისა და მაკაოს საქმეთა ოფისს დაავალა, მხარი დაუჭირონ ადგილობრივ ხელისუფლებას კრიზისის მართვაში.

ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯონ ლი კა-ჩიუმ ღრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა და დაშავებულთა დიდი რაოდენობის გამო, სამძიმარი გამოუცხადა მსხვერპლთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. გარდა ამისა, მან კატასტროფაზე რეაგირების კოორდინაციის მიზნით მინისტრთა კაბინეტთან საგანგებო შეხვედრა გამართა.

აღმოაჩინეთ
მსოფლიო თასი ესპანეთისაა
ინგლისმა საფრანგეთი 6-4 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი გაინაღდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი კატარელ კოლეგას შეხვდა
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა იზრდება: 5 119 დაღუპული
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
ირანმა აშშ-ის ბაზებს შვიდი ღამის განმავლობაში მიმდინარე თავდასხმების შემდეგ უპასუხა
ვაშინგტონში თურქეთ-აშშ-ის მოლაპარაკებები F-35-ის შესახებ „კონსტრუქციულ“ ატმოსფეროში წარიმართა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ოდესასა და ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ჩავიდა
მინისტრი ფიდანი: „უკრაინაში უაღრესად ნაყოფიერი ვიზიტი განვახორციელეთ“
საგარეო პოლიტიკა 15 ივლისის შემდეგ და თურქეთის მომავლის ხედვა
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“