ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს
წარმომადგენელთა პალატაშიც უპირატესობა დემოკრატებს აქვთ
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს
არჩევნები აშშ-ში

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების არაოფიციალური შედეგების მიხედვით, დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს და 51 ადგილს მიაღწიეს. 

სააგენტო Associated Press-ის (AP) არაოფიციალური შედეგების მიხედვით, სენატში ადგილების გადანაწილება მეტწილად გაირკვა. 

ამ შედეგების მიხედვით, დემოკრატებმა 51 ადგილს მიაღწიეს და კონგრესის ზედა პალატაში — სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებისგან დაიბრუნეს. 

დემოკრატებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ჩრდილოეთ კაროლინის, სამხრეთ კაროლინის, ტექსასის, ოჰაიოს, კანზასისა და აიოვას შტატებში სენატის ადგილების რესპუბლიკელებისგან დაბრუნებით. 

100-ადგილიან სენატში 51 ადგილის მოპოვებითა და იქ უმრავლესობის ხელში ჩაგდებით, დემოკრატებმა რესპუბლიკელი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლის თვალსაზრისით კვლავ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. 

წარმომადგენელთა პალატის არჩევნებშიც დემოკრატებმა 173, ხოლო რესპუბლიკელებმა 106 ადგილი მოიპოვეს. 

სააგენტო Associated Press-ის (AP) არაოფიციალური შედეგების მიხედვით, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა ამ დრომდე 173, ხოლო რესპუბლიკელებმა 106 ადგილი მიიღეს. 

რესპუბლიკელების 9 ადგილი დემოკრატების ხელში გადავიდა. 

პარტიამ უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 218 ადგილს უნდა მიაღწიოს. 

აშშ-ის შუალედური არჩევნები 

აშშ-ის მოსახლეობა საკუთარ შტატებში გუბერნატორისა და სხვა ადგილობრივი თანამდებობების გარდა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყველა — 435 ადგილისა და სენატის 100 ადგილიდან 35 ადგილისთვის მივიდა საარჩევნო ყუთებთან. 

აშშ-ის საარჩევნო სისტემაში 435-ადგილიანი წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრი ორ წელიწადში ერთხელ გადის არჩევნებზე — ერთხელ საყოველთაო არჩევნებში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ირჩევენ, მეორედ კი შუალედურ არჩევნებში. 

კონგრესის 100-წევრიან სენატშიც 6 წლის ვადით არჩეული სენატორების ერთი მესამედი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ არჩევნებით ახლდება. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა 218, ხოლო სენატში 51 ადგილი.

აღმოაჩინეთ
კატების ადამიანებთან კნავილის მიზეზი დადგინდა
ევროკავშირის 2027 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება შედგა
ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა 165 ჰა მიწის ჩამორთმევის ბრძანება გასცა
ესპანეთში პროფკავშირებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს
COP31 ანტალიაში იწყება: ლიდერები კლიმატის დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ
პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში მიიღო
Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის თვალთვალში ეჭვმიტანილი ქალი ტაივანში ჰონგ-კონგის პასპორტით შევიდა
ლოს-ანჯელესში ავტომობილის ხალხის მასაში შევარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
დანია უკრაინას სამხედრო და ენერგეტიკულ სფეროებში დაახლოებით 750 მილიონი დოლარის მხარდაჭერას გაუწევს
გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა თურქეთი COP 31-ის ორგანიზებისთვის შეაქო
პრეზიდენტი ერდოღანი: „მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ვაძლიერებთ"
ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს