ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთი შობადობის მაჩვენებლის 1,48-მდე შემცირების გამო „კატასტროფის“ წინაშე დგას
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შობადობის მაჩვენებლის კლება მომავლისთვის განგაშის ზარებს რეკავს და „ვინც ამ ქვეყნის მომავალზე ფიქრობს, ამის მიმართ გულგრილი ვერ დარჩება“.გულგრილი.
თურქეთი შობადობის მაჩვენებლის 1,48-მდე შემცირების გამო „კატასტროფის“ წინაშე დგას
თურქეთი შობადობის მაჩვენებლის 1,48-მდე შემცირების გამო „კატასტროფის“ წინაშე დგას / AA

ხუთშაბათს, ანკარაში გამართულ „ოჯახისა და კულტურა-ხელოვნების სიმპოზიუმზე“ სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი ერდოღანი ოჯახის ინსტიტუტის წინაშე არსებულ სირთულეებს შეეხო.

„ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას ისეთი თავსმოხვეული საკითხების წინააღმდეგ, როგორიცაა უსქესობა (დე-გენდერიზაცია) და LGBT-ის მსგავსი გარყვნილი მიმდინარეობები; ამ კუთხით არ ვუშვებთ უმცირეს კომპრომისს, გულგრილობასა თუ მოდუნებას,“ - აღნიშნა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ პერიოდში, როდესაც გლობალური კაპიტალიზმი ახალ ფრონტებს ხსნის, ხოლო კულტურული იმპერიალიზმი და ციფრული ალყა მსოფლიოს მასშტაბით ძლიერდება, ისინი ოჯახის ინსტიტუტს „განსაკუთრებულად უფრთხილდებიან“.

ერდოღანმა მიუთითა ოფიციალურ მონაცემებზე, რომლის თანახმადაც ქვეყნის ჯამური შობადობის მაჩვენებელი გასულ წელს 1,48-მდე შემცირდა, გააკეთა გაფრთხილება დემოგრაფიული კრიზისის შესახებ და თქვა: „ამჟამად კატასტროფის წინაშე ვდგავართ“.

„ჩვენი მომავლის თვალსაზრისით განგაშის ზარები ძალიან ხმამაღლა რეკავს. ვინც ამ ქვეყნის მომავალზე ფიქრობს, ამის მიმართ გულგრილი ვერ დარჩება,“ - განაცხადა მან.

მაისში, სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ოჯახის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა დააანონსა, რომ თურქეთი 2026-2035 წლებს „ოჯახისა და მოსახლეობის ათწლეულად“ გამოაცხადებდა.

ერდოღანმა გააკრიტიკა თანამედროვე ცხოვრების წესი, რომელიც ინდივიდუალურ კომფორტს ოჯახურ და საზოგადოებრივ კავშირებზე მაღლა აყენებს და აღნიშნა:

„შეუძლებელია, რომ მოდერნიზაციის ისეთმა გაგებამ, რომელიც აგებულია უოჯახობასა და გაუცხოებაზე, სიმშვიდე მოუტანოს ინდივიდს ან საზოგადოებას. ცხოვრების წესი, რომელიც პირად კომფორტს ანიჭებს უპირატესობას, სამწუხაროდ, ახალგაზრდებიდან იწყება და სწრაფად ვრცელდება საზოგადოების ყველა უჯრედში“.

მრავალმა ქვეყანამ მიიღო ზომები LGBT მოძრაობის წინააღმდეგ.

რუსეთმა 2023 წელს „საერთაშორისო LGBT მოძრაობა“ აკრძალა.

ბოლო პერიოდში უნგრეთმა, ბულგარეთმა, არგენტინამ, ინდონეზიამ და საქართველომ მიიღეს ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ოჯახური ღირებულებების დაცვას LGBT გავლენისგან.

ანალოგიურად, აფრიკის 30-ზე მეტმა, აზიის 22-მა, ამერიკის ექვსმა და ოკეანეთის ექვსმა ქვეყანამ მიიღო მკაცრი ზომები უსქესობის თავსმოხვევის წინააღმდეგ.

აღმოაჩინეთ
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა იზრდება: 5 119 დაღუპული
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
ირანმა აშშ-ის ბაზებს შვიდი ღამის განმავლობაში მიმდინარე თავდასხმების შემდეგ უპასუხა
ვაშინგტონში თურქეთ-აშშ-ის მოლაპარაკებები F-35-ის შესახებ „კონსტრუქციულ“ ატმოსფეროში წარიმართა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ოდესასა და ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ჩავიდა
მინისტრი ფიდანი: „უკრაინაში უაღრესად ნაყოფიერი ვიზიტი განვახორციელეთ“
საგარეო პოლიტიკა 15 ივლისის შემდეგ და თურქეთის მომავლის ხედვა
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული თავდასხმების ბოლო ტალღა დაასრულა
ტრამპი: თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ჩვენ მის ენერგეტიკულ სადგურებსა გავანადგურებთ