ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ASEAN-ის სამიტი მალაიზიაში, ძირითად რეგიონულ საკითხებზე ფოკუსირებით დაიწყო
ASEAN-ის სამიტი მალაიზიაში, ძირითად რეგიონულ საკითხებზე ფოკუსირებით დაიწყო
ASEAN-ის სამიტი მალაიზიაში, ძირითად რეგიონულ საკითხებზე ფოკუსირებით დაიწყო
/ AP

მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ანვარ იბრაჰიმი, როგორც მორიგე თავმჯდომარე, სამიტს ხელმძღვანელობს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN-ის) 46-ე სამიტი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში დაიწყო, სადაც რეგიონის ლიდერები შეიკრიბნენ ისეთი მნიშვნელოვანი რეგიონული და გლობალური საკითხების განსახილველად, როგორიცაა აშშ-ის ტარიფები, მიანმარში მიმდინარე კონფლიქტი და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული საზღვაო დავები.

Malay Mail-ის ინფორმაციით, ღონისძიება, სადაც ლიდერები განიხილავენ რეგიონული ერთიანობის განმტკიცების ძალისხმევას, სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და არსებულ გამოწვევებს, ორშაბათს ASEAN-ის ტრადიციული ხელის ჩამორთმევით დაიწყო.

მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა, რომელიც სამიტს მორიგე თავმჯდომარის რანგში ხელმძღვანელობს, თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი მისწერა, რათა წელს ASEAN-აშშ-ის სამიტი გაიმართოს და მოითხოვა სატარიფო პრობლემების მოგვარება. „ნამდვილად, გეოპოლიტიკურ წესრიგში გარდამავალი პერიოდი მიმდინარეობს და გლობალური სავაჭრო სისტემა კიდევ უფრო რთულდება აშშ-ის მიერ ცალმხრივი ტარიფების დაწესებით“, - თქვა ანვარმა და დასძინა, რომ პროტექციონისტული პოლიტიკა კვლავ იჩენს თავს და მრავალმხრივობა „ნაკერებზე ირღვევა“.

ASEAN-ის წევრი ქვეყნები დაზარალდნენ აშშ-ის ტარიფებით, რომლებიც 10%-დან 49%-მდე მერყეობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა გასულ თვეს ტარიფებზე 90-დღიანი პაუზა გამოაცხადა, ქვეყნებმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებები სწრაფად დაიწყეს.

ანვარმა ასევე განაცხადა, რომ ASEAN-ს აქვს შესაძლებლობა გაუძლოს გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, რომელიც გამოწვეულია დიდი სახელმწიფოების „თვითნებური ქმედებებით“.

კუალა-ლუმპურის დეკლარაცია

ანვარმა თქვა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი ყოველთვის ინკლუზიურობის, კანონის უზენაესობისა და ღია ვაჭრობის საფუძველზე იზრდებოდა, მაგრამ „კეთილდღეობა ახლა საფრთხის ქვეშაა“.

„ასეან-ისთვის ჩვენი მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვეულებრივ დამოკიდებული იყო ღია, ინკლუზიურ და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას, კაპიტალისა და ადამიანების ნაკადს ემყარებოდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს საფუძვლები ახლა თვითნებური ქმედებების გავლენით ინგრევა, მაგრამ მას სჯერა ასოციაციის „მდგრადობისა და გამძლეობის“.

ანვარმა ასევე ყურადღება გაამახვილა ASEAN-ის მიერ მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი რეგიონის უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორია და ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC) ერთად გამართული პირველი ASEAN-ჩინეთი-GCC სამიტის მნიშვნელობას.

სამიტი ასევე მოიცავს შეხვედრებს ASEAN-ის ლიდერებს, ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წარმომადგენლებს, ASEAN-ის ახალგაზრდობის წარმომადგენლებსა და ASEAN-ის ბიზნეს საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლებს შორის.

მოსალოდნელია, რომ დღის მთავარი მოვლენა იქნება კუალა-ლუმპურის დეკლარაციის „ASEAN-ი 2045: ჩვენი საერთო მომავალი“ ხელმოწერა.

ასეანი არის 10-წევრიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შედგება ინდონეზიის, ვიეტნამის, ლაოსის, ბრუნეის, ტაილანდის, მიანმარის, ფილიპინების, კამბოჯის, სინგაპურისა და მალაიზიისგან.

აღმოაჩინეთ
რუსეთი: „უკრაინაში ლოჯისტიკური ცენტრები, პორტები და გემები დავბომბეთ“
ტრამპი: „შემიძლია მთელი ირანი ავაფეთქო“
შვეიცარიაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
ტრამპი გაეროში უკრაინის, ბრიტანეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებს გეგმავს
საუდის არაბეთმა ჰუსიტების მიერ რიადის მიმართულებით ნასროლი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურა
პალესტინის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ფილადელფიაში ედ შირანის კონცერტი გააპროტესტეს
გენოციდური ისრაელის თავდასხმების ჩრდილში, ღაზაში 3-წლიანი პაუზის შემდეგ სწავლა განახლდა
პუტინი: კიევის ადმინისტრაციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს
ტრამპი სი ძინპინთან „ძალიან ნაყოფიერი“ შეხვედრის იმედს გამოთქვამს
ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში აშშ-ის ბაზის შექმნის საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
არაღჩი: „დღეს მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს სტრატეგიულ ბალანსს“
ანგარიში: „47 წელიწადში გრენლანდიასა და ანტარქტიდაში 12,5 ტრილიონი ტონა ყინული დადნა“
ჰუსიტები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის კუთვნილი F-15 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რუსეთი: „კოსმოსში შეიარაღების რბოლის თავიდან ასაცილებლად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები“
აშშ-მა და სირიამ ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
სომალიში თურქეთის მხარდაჭერისთვის მადლიერების გამოხატვის მიზნით დემონსტრაციები გაიმართა
უკრაინა: „რუსეთის არმიამ გასულ ღამეს 200 უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო თავდასხმები განახორციელა“
სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აცხადებს
გუშაგთა კორპუსი: „ჰორმუზის სრუტის დასავლეთით MQ-1 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ“
იშლება თუ არა დიდი ბრიტანეთი? შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და უელსის ნაბიჯები გამოყოფისკენ