ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
მალაიზია 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს
მალაიზიამ ბოლო წლებში, მზარდ კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიზნით, სოციალური მედიის საქმიანობაზე ზედამხედველობა გაამკაცრა.
მალაიზია 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს
მალაიზია 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს / AP

მალაიზიის განცხადებით, ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, მომავალ წელს იგეგმება 16 წლამდე პირებისთვის სოციალური მედიის ანგარიშებზე რეგისტრაციის შეზღუდვა.

კომუნიკაციების მინისტრმა ფაჰმი ფაძილმა კვირას აღნიშნა, რომ მალაიზიის მთავრობა სწავლობს, თუ როგორ უდგებიან ავსტრალია და სხვა ქვეყნები ონლაინ ასაკობრივი შეზღუდვების დაწესების საკითხს.

„ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს სოციალური მედიის პლატფორმები დაემორჩილებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც 16 წლამდე პირებისთვის სოციალური მედიის ანგარიშების გახსნის აკრძალვას ითვალისწინებს“, - განაცხადა ფაჰმიმ მალაიზიაში გამომავალი გაზეთის, The Star-ის ონლაინ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

„ამიტომ... თუ მთავრობა, საჯარო უწყებები და მშობლები, თითოეული შეასრულებს თავის როლს, მჯერა, რომ მალაიზიაში შევძლებთ ინტერნეტი გავხადოთ არა მხოლოდ სწრაფი, არამედ, რაც მთავარია, უსაფრთხო ბავშვებისა და ოჯახებისთვის“, - დასძინა მან.

მალაიზიამ ბოლო წლებში, მზარდ კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიზნით, სოციალური მედიის საქმიანობაზე კონტროლი გაამკაცრა.

ამ ღონისძიებებში შედის მოთხოვნაც, რომლის მიხედვითაც, იანვარში ძალაში შესული ახალი რეგულაციებით, იმ პლატფორმებმა და შეტყობინებების სერვისებმა, რომლებსაც ქვეყანაში 8 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ, ლიცენზია უნდა აიღონ.

ოქტომბერში რამდენიმე დეპუტატმა მხარი დაუჭირა მთავრობის გეგმას სოციალურ ქსელებში 16 წლამდე პირთა აკრძალვის შესახებ და მოითხოვა ისეთი შესაბამისი მექანიზმების შექმნა, რომლებიც ანგარიშის შექმნისას მომხმარებლის ასაკს გადაამოწმებს.

მკაცრი ზომები მსოფლიოს მასშტაბით

სექტემბერში ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულმა Ipsos Malaysia Education Monitor 2025-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მალაიზიაში გამოკითხულთა 72% ბავშვებში სოციალური მედიის გამოყენების შეზღუდვის მომხრეა.

ავსტრალიაში სოციალური მედიის პლატფორმები, მათ შორის Facebook, Instagram და TikTok, 10 დეკემბრიდან ვალდებულნი იქნებიან, სისტემიდან ამოიღონ 16 წლამდე მომხმარებლები; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მძიმე ფულადი ჯარიმები დაეკისრებათ.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი კრისტოფერ ლუქსონიც წარადგენს მსგავს კანონპროექტს, რომელიც ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებას შეზღუდავს.

ნიდერლანდების მთავრობამ კი წელს მშობლებს ურჩია, აუკრძალონ 15 წლამდე ბავშვებს ისეთი სოციალური მედიის აპლიკაციების გამოყენება, როგორიცაა TikTok და Snapchat.

ამასთანავე, ევროკავშირის ხუთი ქვეყანა - დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია და ესპანეთი - ცდის სისტემას, რომლის მიზანიცაა მომხმარებელთა ასაკის შემოწმების გზით ბავშვებისთვის ონლაინ სივრცეში არსებულ მავნე კონტენტზე წვდომის შეზღუდვა.

აღმოაჩინეთ
ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ტრამპს უმასპინძლა
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს ანკარის სამიტი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმით დაიწყო
მინისტრი ფიდანი: თურქეთი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური აქტორია
რუტემ ერდოღანს ნატოს სამიტისთვის „შესანიშნავი“ ადგილის გამო მადლობა გადაუხადა
ფიდანი: ერდოღან-ტრამპის კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობა შეამციროს
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
ჩინეთმა სტრატეგიული წყალქვეშა რაკეტის გამოცდა „წარმატებით“ ჩაატარა
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ანკარის პროგრამა ცნობილი გახდა
პრეზიდენტი ერდოღანი კანადის პრემიერ-მინისტრ კარნის ტელეფონით ესაუბრა
ჰაქან ფიდანი: ისრაელი შელახული იმიჯის გამოსასწორებლად ახალ მტერს ეძებს
ივნისის სიცხის ტალღის დროს ევროპელთა ორ მესამედზე მეტისთვის ტემპერატურამ 35°C-ს გადააჭარბა
ისტორიული ზღვარი თავდაცვისა და ავიაციის ექსპორტში
ბელგიის თავდაცვის მინისტრი: „ნატოს თურქეთი სჭირდება“
WMO: El Niño-ს გაძლიერებასთან ერთად ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკის ზრდაა მოსალოდნელი