ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
კემბრიჯის ლექსიკონმა 2025 წლის სიტყვად ზედსართავი სახელი „პარასოციალური“ აირჩია
ლექსიკონი „პარასოციალურს“ განმარტავს, როგორც მედიაფიგურებთან ან ხელოვნურ ინტელექტთან დამყარებულ ცალმხრივ კავშირს; ეს ასახავს, თუ როგორ აყალიბებს ციფრული კულტურა ემოციური ურთიერთობების შექმნის ჩვენეულ ფორმებს.
კემბრიჯის ლექსიკონმა 2025 წლის სიტყვად ზედსართავი სახელი „პარასოციალური“ აირჩია
კემბრიჯის ლექსიკონმა 2025 წლის სიტყვად ზედსართავი სახელი „პარასოციალური“ აირჩია

კემბრიჯის ლექსიკონმა 2025 წლის სიტყვად ზედსართავი სახელი  „პარასოციალური“ აირჩია; ეს ტერმინი გამოხატავს კავშირს, რომელსაც ადამიანები გრძნობენ იმ პიროვნებებთან, რომლებსაც საერთოდ არ იცნობენ.

ეს არჩევანი ხაზს უსვამს ინტერესს იმ ცალმხრივი ურთიერთობების ან ემოციური კავშირების მიმართ, რომლებსაც ადამიანები ცნობილ სახეებთან, ინფლუენსერებთან და ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეტბოტებთან ამყარებენ.

ტერმინი პირველად სოციოლოგებმა, დონალდ ჰორტონმა და რიჩარდ ვოლმა შემოიღეს; მათ შენიშნეს, რომ ტელემაყურებლები ეკრანზე მყოფ პირებთან ოჯახისა და მეგობრების ურთიერთობის მსგავს „პარასოციალურ“ კავშირებს ამყარებდნენ.

ლექსიკონმა მაგალითად მოიყვანა ცნობილი მომღერლის, ტეილორ სვიფტისა და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშის, ტრევის კელსის ურთიერთობა და აღნიშნა, რომ ბევრი ფანი მათ მიმართ ძლიერ კავშირს გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთოდ არ იცნობს.

სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში კემბრიჯის ლექსიკონმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ბოტებთან დამყარებული პარასოციალური ურთიერთობები აჩვენებს, რომ ადამიანები ChatGPT-ს ექცევიან როგორც მესაიდუმლეს, მეგობარს ან თუნდაც რომანტიკულ პარტნიორს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პარასოციალური ურთიერთობების ზრდამ ხელახლა განსაზღვრა ფანების კულტურა, ცნობილების კონცეფცია და, ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, ჩვეულებრივი ადამიანების ონლაინ ინტერაქცია.

„მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იმყოფება პარასოციალურ ურთიერთობებში; ბევრად მეტი კი ამ ზრდას ინტერესით აკვირდება. მონაცემებიც ამას ასახავს: კემბრიჯის ლექსიკონის ვებგვერდზე „პარასოციალურის“ ძიებებში დიდი ზრდა დაფიქსირდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღმოაჩინეთ
ვაშინგტონში თურქეთ-აშშ-ის მოლაპარაკებები F-35-ის შესახებ „კონსტრუქციულ“ ატმოსფეროში წარიმართა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ოდესასა და ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ჩავიდა
მინისტრი ფიდანი: „უკრაინაში უაღრესად ნაყოფიერი ვიზიტი განვახორციელეთ“
საგარეო პოლიტიკა 15 ივლისის შემდეგ და თურქეთის მომავლის ხედვა
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული თავდასხმების ბოლო ტალღა დაასრულა
ტრამპი: თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ჩვენ მის ენერგეტიკულ სადგურებსა გავანადგურებთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები